პომიდორი გემრიელიცაა და სასარგებლოც - კვირის პალიტრა

პომიდორი გემრიელიცაა და სასარგებლოც

პომიდორი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: შაქარს, ორგანულ მჟავებს, ცელულოზას, პექტინებს, რკინას, სპილენძს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, B1, B2, PP, C ვიტამინებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პომიდორში მჟაუნმჟავა 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე კარტოფილში და 8-ჯერ ნაკლები, ვიდრე ჭარხალში. რკინით მდიდარი პომიდორი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს.

ეს ბოსტნეული შეიცავს ანტიოქსიდანტ - ლიკოპინს, რომელიც იცავს უჯრედებს დაბერებისა და სიმსივნისგან, რომლის კონცენტრაცია გაცხელებისა და კონსერვირების დროს უფრო იზრდება.

პომიდორი, ისე როგორც სხვა ბოსტნეული (კარტოფილი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა), მდიდარია ნიკოტინის მჟავათი, ამიტომ პომიდვრის მოყვარულ მწეველს მოწევის სურვილი უქრება, რადგან ორგანიზმში ნიკოტინის რაოდენობა საკმაოდ იზრდება.

ტომატის წვენი ჩ ვიტამინის წყაროა. უხვად შეიცავს ლიმონის, მჟაუნისა და ვაშლის მჟავებს. ვიტამინებით მდიდარი პომიდვრის წვენი ასტიმულირებს კუჭის წვენის ტრაქტის მუშაობას, ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს, ხელს უშლის ნაწლავებში მიმდინარე დუღილსა და ლპობის პროცესს, წონაში მომატებას. ახალგამოწურული პომიდვრის წვენი სასარგებლოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

პომიდვრისგან ამზადებენ პასტას, წვენს, მიირთმევენ უმად, მოშუშულს, მწნილის სახით, ამატებენ წვნიანებს.

პომიდორი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ნაღველ-კენჭოვანი დაავადება აწუხებთ, შეიძლება ორგანულმა მჟავებმა ნაღვლის ბუშტი გააღიზიანოს.

ლიზა