თუ გახდომა გსურთ, ჩაიცვით ლურჯი - კვირის პალიტრა

თუ გახდომა გსურთ, ჩაიცვით ლურჯი

წონაში დაკლება სურს ყველა ქალს, მაგრამ ის არცთუ ადვილია, რადგან ხშირად მადა იმარჯვებს ნებისყოფაზე. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ თურმე

ტანსაცმლის ფერიც დიდ როლს თამაშობს მადის გაძლიერებაში, ვიდრე ფიზიოლოგიური მაჩვენებელი.

მათ, ვისაც ცივი ტონალობის - ლურჯი, იისფერი, ჟოლოსფერი, ნაცრისფერი, შავი და თეთრი ტანსაცმელი აცვიათ, ზომიერი მადა აქვთ, შეუძლიათ, ნებისმიერ დროს უარი თქვან ჭამაზე. ნარინჯისფერი, სპილოსძვლისფერი და კაკაოსფერი აძლიერებენ ლტოლვას ტკბილისადმი, ასტიმულირებენ მადას, ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებას, აუმჯობესებენ გუნება-განწყობილებას.

ლურჯის, ცისფრის, მწვანის და ტალღისფერის მოყვარულები ჭამენ ბევრად ნაკლებს.

ეს კანონზომიერება ვრცელდება არა მარტო ტანსაცმელზე, არამედ ჭურჭლის ფერზეც. ნარინჯისფერარშიიანი თეთრი თეფში ქალების "მთავარი მტერია", სამაგიეროდ, კარგი დიეტოლოგია იისფერ ან ლურჯორნამენტებიანი ცისფერი თეფში.

ასე რომ, ქალბატონებო, თუ გსურთ წონაში დაკლება, შეცვალეთ ტანსაცმელი და ჭურჭელი, თუმცა არც ფერებით გატაცება ვარგა.

ჯობია იყოთ მხიარული და მსუქანი, ვიდრე გამხდარი და მოწყენილი...