ცხიმის წვის ბუნებრივი საშუალებები - კვირის პალიტრა

ცხიმის წვის ბუნებრივი საშუალებები

დიეტოლოგები გვირჩევენ:

- ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ იმბირის (კოჭას) ჩაი და მადა დაგეკარგებათ. მიეძალეთ ცილებით მდიდარ საკვებს, რადგან ორგანიზმი 2-ჯერ მეტ ენერგიას ხარჯავს მათ ასათვისებლად, ვიდრე ნახშირწყლებსა და ცხიმებზე.

იმბირის ფესვები აუმჯობესებს კუჭის სეკრეციასა და სისხლის წარმოქმნას, აჩქარებს ნითიერებათა ცვლის პროცესს, რითაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

-კალციუმის დღეღამური ნორმა 1500-დან - 2500 მგ-მდეა. კალციუმის წყაროა რძის პროდუქტები. წონაში რომ არ მოიმატოთ, მიირთვით რძის უცხიმო პროდუქტი.

- ვაშლის ძმარი აქვეითებს მადას, ტკბილეულის ნდომას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ცხიმისა და ნახშირწყლების წვას. 1ჩ/ჭ წყალს დაამატეთ 1ს/კ ვაშლის ძმარი და 1ჩ/კ თაფლი და დალიეთ ჭამამდე.

- წითელი წიწაკა - 25%-ით აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას 3 საათის განმავლობაში. საუზმეზე დამატებული მწარე წითელი წიწაკა დღეში 305 კკალორიას წვავს.

- ასკორბინის მჟავათი მდიდარი ციტრუსები. ლიმონი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ფორთოხლის პექტინები ასტიმულირებს საჭმლის მონალებას და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს. სადილის შემდეგ შეჭამეთ გრეიპფრუტის რამდენიმე ნაჭერი და კალორიები უფრო სწრაფად დაიწვება.