როგორ "მოვათვინიეროთ" დისტონია - კვირის პალიტრა

როგორ "მოვათვინიეროთ" დისტონია

წნევამ აგიწიათ, უეცრად თავი აგტკივდათ, სისუსტეს გრძნობთ? ამის მიზეზი შეიძლება იყოს ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და საჭიროა ცხოვრების წესის შეცვლა.

ვეგეტაციური ნერვული სისტემა ეხმარება ორგანიზმს ყველა სისტემისა და ორგანოს გაკონტროლებაში.

აკონტროლებს გულის ცემას, შეუძლია "უბრძანოს" სისხლძარღვებს, შეიკუმშოს ან გაფართოვდეს, დააჩქაროს ან შეაფერხოს საკვების ნაწლავებში გადაადგილება. ასევე აკონტროლებს ნივთიერებათა ცვლას, სხეულის ტემპერატურას, ფარისებრ ჯირკვალს, ღვიძლისა და თირკმლების მუშაობას. და თუ რამე ხარვეზი ჩნდება მათ მუშაობაში, ვითარდება ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს თქვენი ემოციურობა, ძლიერი სტრესი.

სხვათა შორის, დისტონიის სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს ფარულმა ქრონიკულმა ინფექციებმა, ქალა-ტვინის ტრავმამ, შაქრიანმა დიაბეტმა, იოდის დეფიციტმა ან ფიზიკურმა და გონებრივმა გადაღლილობამ.

ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიისთვის დამახასიათებელია შრომის უნარის დაქვეითება. სწრაფად დაღლა, გაღიზიანება, თავის ტკივილი, უძილობა, ოფლიანობა, აჩქარებული პულსი, არტერიული წნევის მერყეობა, ზურგის, ფეხების, ხელების, მკერდის მარცხენა მხარის ტკივილი, კუჭში ტკივილის შეგრძნება, პირში სიმწარე, სტრესული მდგომარეობა.

დისტონია რომ "მოათვინიეროთ", ექიმების რეკომენდაციების დაცვასთან ერთად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

1. თავი დაანებეთ სიგარეტს, იძინეთ 8 საათი მაინც, დილა დაიწყეთ ვარჯიშით, მეტი იმოძრავეთ, იარეთ ფეხით, აიარეთ კიბე (2-3 უჯრედი მაინც).

2. რაციონში გაითვალისწინეთ კალიუმით, კალციუმითა და მაგნიუმით მდიდარი საკვები: წიწიბურა, შვრია, მუხუდო, გარგარი, ჭერმის ჩირი, შავი მოცხარი, შავი ქლიავი, სტაფილო, ბადრიჯანი, ყაბაყი, კომბოსტო, ასკილი, კაკალი, ხაჭო, ოხრახუში, სალათა, ზღვის თევზი (შეიცავს ომეგა-3-ს), რომელიც აწესრიგებს წნევას, აღადგენს გულის რიტმს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. გარდა ამისა, ზღვის ძღვენი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით.

არ დაგავიწყდეთ ფიტოთერაპიაც: დაბალი წნევის დროს მიიღეთ ჟენ-შენი (1ს/კ მცენარე:1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი).

მომატებული ტონუსის დროს - მიიღეთ დამამშვიდებელი (კატაბალახა, შავბალახა) და შარდმდენი მცენარეები (წითელი მოცვი, ღვია, დათვის კენკრა).