გემრიელიც და სასარგებლოც - კვირის პალიტრა

გემრიელიც და სასარგებლოც

ატამი შეიცავს 7-12% შაქარს, 0,08-1,02% მჟავებს, 0,5-1,2% პექტინებს და ვიტამინებს. ეს გემრიელი ხილი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ატამი ამაღლებს

იმუნიტეტს, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ მოქმედებას; ატმის კომპოტი სასარგებლოა ღვიძლის, თირკმლებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს (ზედმეტი წონისა და შაქრიანი დიაბეტის დროს ატმის კომპოტი უშაქროდ უნდა მოამზადოთ).

სამკურნალოდ გამოიყენება ატმის ფოთლები, ყვავილები. ახალმოკრეფილი ფოთლების კომპრესი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ფოთლების 3-6 მლ გამონაწურს იღებენ რევმატიზმის, გასტრიტის, ენტერიტის, თავის ტკივილისა და სკლეროდერმის (კანის გამკვრივების) დროს.

ატამი შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს, თუ კუჭი ან ზედმეტი წონა არ გაწუხებთ.

რევმატიზმის,  გასტროენტერიტის და თავის ტკივილის დროს გამხმარ, დაქუცმაცებულ ატმის ფოთოლს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ წყლის ორთქლზე, გააჩერეთ 1-2 საათი, გაწურეთ ორფა მარლაში და მიიღეთ 50 მლ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ეს ნახარში გამოიყენება შარდმდენადაც.

შეკრულობის დროს - 3-4 გ ატმის გამხმარ ყვავილს დაასხით 150 მლ მდუღარე წყალი, 5 წუთი ადუღეთ წყლის აბაზანაში, გააცივეთ 2 საათი, გაწურეთ ორფა მარლაში და მიიღეთ 50 მლ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.