მიკროფლორა - უხილავი ”ორგანო” - კვირის პალიტრა

მიკროფლორა - უხილავი ”ორგანო”

ყელის, თავის ტკივილს, გრიპს მაშინვე ვგრძნობთ და ვიწყებთ მკურნალობას, მაგრამ მიკროფლორის პრობლემებს ვერც ვამჩნევთ. თუმცა ამ უხილავი ”ორგანოს” გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ეს თვალით უხილავი მიკროფლორა იბუდებს კანზე, საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი გზების ლორწოვანას გარსზე, შარდსადინარებში. ის ორგანიზმში 2,5-3კგ-მდე აღწევს.

ორგანიზმში საკვების მეშვეობით მოხვედრილი ნაწლავების მიკროფლორა აქტიურად მოქმედებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში, ტოქსინების გამოდევნაში, ხელს უწყობს ვიტამინების, ჰორმონებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წარმოქმნას, იმუნოგლობულინის გამომუშავებას, იმუნიტეტის სათანადო დონის შენარჩუნებას.

არასასურველი ეკოლოგიური მდგომარეობის გამო საკვები, ჰაერი და წყალი ”მდიდრდება” ტოქსინებით, რაც იწვევს ორგანიზმში მიკროფლორის დამცველი ფუნქციის დაქვეითებას, ზოგიერთი მიკრობი იღუპება, ზოგიერთი კი პათოგენური ხდება. ამ პროცესს ვერ ვამჩნევთ და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ცხოვრებას, მიკროფლორა კი პირველი იღებს დარტყმას, ნაწლავებში ჩნდება ”ცუდი” და ”კარგი” მიკრობები. როგორც კი ”ცუდი” მიკრობები აჭარბებს ”კარგს”, ვითარდება დისბაქტერიოზი, რომლის ფონზეც თავს იჩენს სხვადასხვა დაავადება, ალერგია და პათოლოგია. დისბაქტერიოზი შეიძლება გამოიწვიოს შიმშილმა, დიეტამ, ანტიბიოტიკებით მკურნალობამ, სტრესებმა, კლიმატის შეცვლამ, რადიაციამ, ტოქსიკურმა ნივთიერებებმა, ინფექციებმა და ჰორმონულმა დაავადებებმა.

დისბაქტერიოზი იწვევს დაღლილობის, გაღიზიანების, სისუსტის შეგრძნებას, მუცელში ბუყბუყს, კუჭის მოქმედების დარღვევას. ამ დროს არ შეიძლება ტკბილი, რაფინირებული საკვების დანამატის, შებოლილი პროდუქტის მიღება.

რეკომენდებულია რძის პროდუქტები, ფაფები, ხილ-ბოსტნეული...

დისბაქტერიოზის დროს მნიშვნელოვანია არა მარტო წიდებისაგან, არამედ ”ცუდი” მიკრობებისგან გაწმენდა. ამაში კი ექიმი დაგეხმარებათ.