ხალხური მედიცინა - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა

ფრჩხილების სოკოს დროს - 100გ კალანხოეს დაამატეთ 30გ ევკალიპტის ზეთი, 10 გ თაფლი, 1ჩ/კ ვაშლის ძმარი და კარგად აურიეთ. ნარევი 3 დღე დადგით ბნელ და გრილ ადგილას, შემდეგ წაისვით ფრჩხილებზე დღეში ერთხელ.

უძილობის დროს - 50 გ კამის თესლს დაასხით 0,5 ლ პორტვეინი და 15-20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით, შეფუთეთ და 1 საათის შემდეგ გადაწურეთ. ძილის წინ მიიღეთ 50-60 გ ნაყენი.

თრომბოფლებიტის დროს - შეურიეთ ერთმანეთს 1 წილი აბზინდა, 4 წილი კალანხოეს ფოთოლი, 2 წილი ბარამბოს ფოთოლი. დაამატეთ 3 ს/კ მაწონი, კარგად აურიეთ და მტკივან ადგილზე დაიდეთ.

დახეთქილ ქუსლებს შველის - ალოეს 5-6 ც ფოთოლი 1 კვირა მოათავსეთ მაცივარში (-5-6 გრადუს ცელსიუსზე), შემდეგ გარეცხეთ, გაამშრალეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში, გამოწურეთ და დაამატეთ 3 წილი თაფლი. წაუსვით მარლაზე და დაიფინეთ ქუსლებზე მთელი ღამით. დილით ფრთხილად მოიშორეთ გარქოვანებული ადგილები, ფეხის აბაზანის შემდეგ წაისვით კრემი.

მზით დამწვრობას შველის - 50 გ დაფნის დაქუცმაცებული ფოთოლი ჩაყარეთ ქილაში, დაასხით 200 მლ მზესუმზირის ზეთი, თავზე დაახურეთ და 14 დღე გააჩერეთ ბნელ და გრილ ადგილას. ამ ზეთით დაიმუშავეთ დამწვარი კანი.

კლიმაქსის დროს - 1ს/კ წითელ კუნელს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 2 საათი დადგით თბილ ადგილას, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1-2 ს/კ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.