კომპიუტერი - მშობლების ნაცვლად? - კვირის პალიტრა

კომპიუტერი - მშობლების ნაცვლად?

თუ ბავშვი მეტისმეტად დიდ დროს უთმობს კომპიუტერულ თამაშებს, ის უნდა აჩვენოთ ექიმს, - გვირჩევენ დანიელი ფსიქოლოგები. მათ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა

ცხადყო, რომ კომპიუტერით (მძაფრსიუჟეტიანი თამაშებით) ძირითადად გატაცებული არიან ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ.

თუ 8-12 წლის ჯანმრთელი ბავშვები კომპიუტერული თამაშებით ერთობიან კვირაში 5-8 საათის განმავლობაში, მშობლების ყურადღებას მოკლებული პატარები - 12 საათს სხედან კომპიუტერებთან, ტელეგადაცემებსა და ვიდეოფილმებს კვირაში - 44 საათს უთმობენ, ჯანმრთელი ბავშვები - 2-ჯერ ნაკლებ დროს.

ფსიქოლოგების აზიით, ასეთი ბავშვები ნაკლებად გულღიები არიან, უჭირთ უფროსებსა და თანატოლებთან ურთიერთობა, ძნელად ერთვებიან საუბარში, უჭირთ კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტისას კონცენტრირება. სამაგიეროდ, თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობენ კომპიუტერთან.

ექიმები და ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, "დაიბრუნონ" შვილები. პირველ რიგში, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ მათ. მთავარია, აგრძნობინონ, რომ ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი არიან მათ ცხოვრებაში, უყვართ და ყოველთვის მათ გვერდით იქნებიან.