ვარჯიში სტრესის წინააღმდეგ!
01-11-2010
იაპონელმა მეცნიერებმა გამოკვლევებით დაამტკიცეს, რომ დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები ხშირად ავადდებიან ნევროზითა და ჰიპერტონიით, ემართებათ
ინფარქტი და ინსულტი. დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ხელმძღვანელები არიან სამსახურში და შინაც ყველაფერს აკონტროლებენ.

მათ ხშირად უწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება რისკის ფასადაც კი. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, ადამიანი, რომელიც დიდხანს ასრულებს ამ "როლს", თავს ვერ დააღწევს სტრესს. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ირთვება ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ჯაჭვის ცვლილება - ორგანიზმი ემზადება ბრძოლისთვის ან
ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად.

ამ დროს გამოიყოფა სტრესის ჰორმონები, მაღლა იწევს არტერიული წნევა, იკუმშება სისხლძარღვები, აჩქარებულია პულსი და სუნთქვა. სისხლში მუდმივად ამ ჰორმონების არსებობა უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე ორგანიზმში დაგროვილი ზოგიერთი შხამი, მაგალითად, ნიკოტინი.
დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები ამ "როლმა" რომ არ გამოფიტოს, მიმართონ: მედიტაციას, სუნთქვით და ფიზიკურ ვარჯიშებს,
ნებისმიერ შემოქმედებით საქმიანობას...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?