ვურჩევთ მომავალ დედებს - კვირის პალიტრა

ვურჩევთ მომავალ დედებს

ფეხმძიმობის პერიოდში ქალი იკვებება ორისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ულუფა ორჯერ უნდა გაზარდოს. რაციონში უნდა გაითვალისწინოს პროდუქტები,

რომლებიც ბევრ ჩ ვიტამინს, ფოლიუმის მჟავას, კალციუმს, ცილას შეიცავენ.

ფეხმძიმემ უნდა მიიღოს ფორთოხლის წვენი, იოგურტი, ხაჭო, ხილი, ბროკოლი, ლეღვი, ოსპი. ჭამის წინ ხილ-ბოსტნეული კარგად უნდა გარეცხოს და მდუღარე წყალი გადაავლოს, კარგად მოხარშოს კვერცხი, ხორცი, თევზი.

არ ჭამოს მეთილრტუტის შემცველი თევზი (ზვიგენი, სკუმბრია, თინუსი), სუში, შებოლილი ზღვის პროდუქტი, რბილი და ობიანი ყველი, უნდა შეზღუდოს ყავისა და მწარე შოკოლადის მიღება.