ურეთრიტს შველის... - კვირის პალიტრა

ურეთრიტს შველის...

ურეთრიტის - შარდსადენის მილის ლორწოვანას ანთების სიმპტომებია: მტკივნეული შარდვა, წვა, ქავილი, ლორწოიანი და ჩირქოვანი, ზოგჯერ სისხლიანი გამონაყოფი.

ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რადგან ურეთრიტმა შეიძლება გამოიწვიოს პროსტატიტი, თირკმლების მენჯისა და შარდის ბუშტის ანთება. ექიმის დანიშნულების გარდა, შეგიძლიათ სამკურნალოდ გამოიყენოთ ხალხურ მედიცინაში გამოცდილი ბუნებრივი საშუალებები:

1. შემოდგომიდან გაზაფხულამდე სვით მსხლისა და პანტის ჩირის კომპოტი და პიტნის ფოთლების ჩაი. ეს არომატული სასმელები არა მარტო კურნავს, არამედ პროფილაქტიკური საშუალებაცაა სხვადასხვა ანთებითი პროცესის დროს. შველის პროსტატას, ხსნის დაძაბულობას, ამშვიდებს აჩქარებულ გულისცემას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.

2. წყალნაწყენას 1ს/კ ფოთლებსა და ყვავილებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ ნაყენი 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე. ნაყენი ამშვიდებს ნერვულ სისტემასაც.

3. 100 გ ვერხვის დაქუცმაცებულ ქერქს ან კვირტებს დაასხით 1 ლ არაყი, 2 კვირა გააჩერეთ ბნელ და თბილ ადგილას, დროდადრო შეანჯღრიეთ, კარგად გაწურეთ და მიიღეთ 1ს/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

4. 100 გ თელის გამხმარ (200 გ) ქერქს დაასხით 0,5 ლ სპირტი, 2 კვირა გააჩერეთ ბნელ და თბილ ადგილას, დროდადრო შეანჯღრიეთ. შემდეგ კარგად გაწურეთ, მიიღეთ 10 წვეთი ნაყენი 10-ჯერ დღეში. მკურნალობა გრძელდება 1 წელი.

5. 1 ს/კ ლიმონურას ახალ (ან გამხმარ) ნაყოფს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ, 2 საათის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 2 ს/კ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე.

6. ლიმონურას თესლის 0,5-1 გ ფხვნილი მიიღეთ 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ან ჭამიდან 4 საათის შემდეგ.