ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

გრეიპფრუტი შეიცავს B2, C, P ვიტამინებს კაროტინს, კალციუმს, ეთერზეთს, ორგანულ მჟავებს, უჯრედისებს, ერთი სიტყვით ყველაფერს, რაც ჩვენს ორგანიზმს

სჭირდება.

გრეიპფრუტი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ამაგრებს ძარღვების კედლებს, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, ააქტიურებს ცხიმის წვის პროცესს, რითაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას და წიდებისგან ორგანიზმის გაწმენდას.

მატებს ენერგიას და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. ეს ნარინჯისფერი ციტრუსი დაბალკალორიულია, ამიტომაც დიეტოლოგები წონაში დაკლების მსურველთ ურჩევენ გაითვალისწინონ დიეტაში. მაგრამ, გახსოვდეთ! თუ წამლებს იღებთ, ის ანეიტრალებს მათ მოქმედებას; არ შეჭამოთ დღეში 1 ცალზე მეტი გრეიპფრუტი, თავისი მჟავიანობით აზიანებს კბილის ემალსა და ღრძილებს და ვნებს კუჭის ლორწოვანას.

* * *

ჩამიჩი დიდი ხანია გამოიყენება, როგორც ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, გულისა და ღვიძლის მუშაობის მასტიმულირებელი საშუალება. ჩამიჩი გლუკოზისა და რკინის წყაროა, რომლებსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ის აუმჯობესებს სისხლის ქიმიურ შემადგენლობას. მუქი ჩამიჩის, ნუშის, თხილის ნაერთი (100 გ ჩამიჩი, 50 გ კაკალი) ტონუსს მატებს გულის კუნთებს და განსაკუთრებით სასარგებლოა მოზარდებისა და მათთვის, ვინც აქტიურ გონებრივ შრომას ეწევა. თეთრი ჩამიჩი წმენდს ნაწლავებს: 2 ს/კ ჩამიჩს დაამატეთ 1 ჩ/ჭ რძე და 15 წუთი ადუღეთ. დალიეთ ძილის წინ.