პური დაავადებების სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა - კვირის პალიტრა

პური დაავადებების სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა

ოდითგანვე ხალხურ მედიცინაში ბევრ დაავადებას პურით მკურნალობდნენ.

გთავაზობთ ზოგიერთ რეცეპტს:

სურდოს დროს: ჭვავის პურის ორცხობილა ან გამომშრალი ნაჭერი დადეთ გაზქურაზე, როდესაც პური წვას დაიწყებს, ცხვირით შეისუნთქეთ ბოლი 2-5 წუთის განმავლობაში. პროცედურა გაიმეორეთ 2-3-ჯერ დღეში.

შაკიკის დროს: ჭვავის პურს ძირის ქერქი მოაჭერით. საფეთქლებზე წაისვით მცენარეული ზეთი და ქერქის ნაჭრები დაიდეთ.

კუჭის ტკივილის დროს: თეთრი პურის ნაჭერი შეწვით 1ჩ/კ კარაქში, გააცივეთ და ჩადეთ 30 წუთი 1ჩ/ჭ წყალში. გადაწურეთ და ნაყენი მიიღეთ დღის განმავლობაში 3-4-ჯერ.

კანის ანთების დროს: დაქუცმაცებული ხორბლის პური დაალბეთ წყალში, დაამატეთ თაფლი და აზილეთ. მიღებული წებოვანი მასა 15-20 წუთით დაიდეთ მტკივნეულ ადგილებზე დღეში რამდენჯერმე.

მტვრევადი თმისა და ცვენის დროს: 2 სმ სისქის ჭვავის პურის ნაჭერი დაალბეთ თბილ წყალში და ჭურჭელს თავზე დაახურეთ. გაგრილების შემდეგ შეურიეთ 1-2 კვერცხის გული. თავი გაისაპნეთ შამპუნით და შეიზილეთ მარილი. შემდეგ დაიბანეთ თავი და შეიზილეთ პურისა და კვერცხის ნარევი. შემოიკარით ცელოფნის პაკეტი და ზემოდან შემოიხვიეთ პირსახოცი. ნახევარი საათის შემდეგ კარგად დაიბანეთ.

პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე 10 დღის განმავლობაში, შემდეგ კი კვირაში 2-ჯერ - მარტო ნიღაბი წაისვით (მარილი აღარ შეიზილოთ).

ფურუნკულების (ძირმაგარების) დროს:

1. ალუბლის წვენში დასველებული ხორბლის პური დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.

2. კარგად დაღეჭეთ ჭვავის პური და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.

3. თაფლიან წყალში დაალბეთ ხორბლის პური, დაამატეთ რომელიმე მცენარე (მრავალძარღვა, ხახვი, კომბოსტო) და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.

უძილობის დროს: დაქუცმაცებული თანაბარი რაოდენობის ხორბლისა და ჭვავის პურს დაამატეთ რამდენიმე კოვზი კიტრის მწნილის წვენი, დაქუცმაცებული 0,5 ნაჭერი მჟავე კიტრი და 1 ს/კ ამჟავებული რძე. ნარევი 10-15 წუთით დაიდეთ შუბლზე დილას და საღამოს. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.