ანემიისა და სიგამხდრის დროს გირჩევთ: - კვირის პალიტრა

ანემიისა და სიგამხდრის დროს გირჩევთ:

1. 200-200 გ კაკაოს ფხვნილი და ღორის მუცლის ქონი გაადნეთ ნელ ცეცხლზე, თან ურიეთ, რომ არ მიიწვას. შემდეგ გააცივეთ, ჩაასხით მინის ქილაში და შეინახეთ გრილ ადგილას. 1 ჩ/ჭ ცხელ რძეში გახსენით 1 ჩ/კ ნარევი, მიიღეთ დღეში 3-4 ჯერ.

2. 400 გ ღორის მუცლის ქონს შეურიეთ 6 ც გახეხილი მწვანე ვაშლი და ნელ ცეცხლზე გაადნეთ. ცალკე 12 კვერცხის გულს დაამატეთ 1 ჩ/კ შაქარი და თქვიფეთ გათეთრებამდე. შეურიეთ 400გ გახეხილი შოკოლადი. ეს ორივე ნარევი შეაერთეთ, წაუსვით პურს და მიირთვით დღეში 3-4-ჯერ, დააყოლეთ ცხელი რძე.