გიწვევთ სილამაზის სალონში - კვირის პალიტრა

გიწვევთ სილამაზის სალონში

მშრალი კანის მატონიზებელი ნიღაბი:

1ს/კ კივის რბილობს შეურიეთ 1ს/კ იოგურტი, დამდნარი ქოქოსის ცხიმი. წაისვით სახეზე, 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

1ც ბანანის პიურეს დაამატეთ 1 კვერცხის გული და 1ჩ/კ მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

წმინდად გახეხილ ვაშლს შეურიეთ 1ჩ/კ თაფლი და 1ს/კ შვრიის ბურბუშელა. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ერთი გრეიპფრუტის წვენს შეურიეთ 2 ჩ/კ თაფლი, წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. კიდევ ერთი რჩევა: ყოველი ნიღბის შემდეგ სახეზე წაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი კრემი.

კრემ-პილინგი ტანისთვის: 1ც მანგოს რბილობს შეურიეთ 1ჩ/კ ზეითუნის ზეთი. ამ ნარევით გაიკეთეთ მასაჟი მთელ ტანზე. შემდეგ მიიღეთ თბილი შხაპი.

ცხიმიანი და ფორებიანი სახის კანის ნიღბები:

1. ყავის საფქვავში დაფქული ბრინჯი და შვრიის ბურბუშელა გახსენით თბილ წყალში და წაისვით სახეზე, როგორც კი შეშრობას დაიწყებს, ხელის თითების წრიული მოძრაობით 1 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. 1 კვერცხის გულს დაამატეთ 1ს/კ თაფლი და 1ს/კ ნებისმიერი ზეთი. აურიეთ და ბამბის ტამპონით წაისვით სახესა და ყელზე, შეშრობას რომ დაიწყებს, წაისვით მეორე ფენა, 15-20 Mწუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.