შეამცირეთ კალორიები და... - კვირის პალიტრა

შეამცირეთ კალორიები და...

თუ შვიდი დღის განმავლობაში მიირთმევთ ბოსტნეულით, ხილითა და ბრინჯით შეკაზმულ ქათმის ხორცს, თავს უკეთესად იგრძნობთ და წონაშიც 3კგ-მდე დაიკლებთ.

პირველ დღეს - ჭამეთ მხოლოდ ქათმის უმარილო 500 გ ფილე და 300 გ მოხარშული ბრინჯი, ცალ-ცალკე და პატარა ულუფებად. კარგად დაღეჭეთ. დღის განმავლობაში მიიღეთ 250 მლ ბოსტნეულის ან ხილის წვენი. საღამოს, დაძინებამდე 1 საათით ადრე, დალიეთ პიტნის ან გვირილის ჩაი.

მეორე დღეს მხოლოდ 700 გ ქათმის ფილესა და 500 გ ანანასს დასჯერდით. დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ლ წყალი. ანანასი უნდა იყოს ახალი და არა დაკონსერვებული. თუ მაღალი მჟავიანობა გაწუხებთ, მაშინ მეორე დღეს გაიმეორეთ პირველი დღის მენიუ.

შემდეგი სამი დღის განმავლობაში ყოველდღე ჭამეთ 400გ ქათმის თეთრი, უკანო ხორცი, 150 გ ახალი ან დამწნილებული კომბოსტო, 100 გ მოხარშული ჭარხალი, 100გ სტაფილო ან 5ც მწვანე ვაშლი. სვით 1,5ლ თბილი წყალი, შიმშილის გრძნობამ რომ არ შეგაწუხოთ, რაციონი გაყავით 5-6 ულუფად და ივახშმეთ დაძინებამდე 1,5 საათით ადრე. შეგიძლიათ მოამზადოთ ვაშლის, კომბოსტოსა და სტაფილოს სალათები და ხილ-ბოსტნეულის წვენი.

შემდეგი ორი დღე ჭამეთ 5-6 ულუფად გაყოფილი უმარილო 700 გ ქათმის ფილე. შეგიძლიათ დაამატოთ მწვანე სალათის ფოთლები, უშაქრო ჩაი და 1,5ლ წყალი. მარილის ნაცვლად ქათამს მოასხით ლიმონის წვენი.