როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან - კვირის პალიტრა

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ მდგომარეობას. სხვათა შორის, ეს დამცველი რეფლექსია, რომელიც ასუფთავებს სასუნთქ გზებს ლორწოსაგან.

ბრონქების ამოცანაა ჩასუნთქული ჰაერი მიიტანოს ფილტვებში და გაასუფთაოს. ინფექციის შეჭრისას კი ბრონქები "გაჯირჯვდება" და იწყება ანთებითი პროცესი. ბრონქიტის ლორწოვანას გარსის ანთების დამახასიათებელი სიმპტომებია: ცხვირის ცემინება, სურდო, ტემპერატურა 37,3-38 0C, დამტვრეულობისა და საერთო სისუსტის შეგრძნება.

რა თქმა უნდა, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები ვერ შეაღწევენ ბრონქებში ძლიერი იმუნიტეტის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება ბრონქების დაავადების რისკი. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს. პირველს იწვევს ვირუსები, თუმცა ამის მიზეზი შეიძლება მოწევაც გახდეს. მეორე სახის ბრონქიტს ახასიათებს 2-3 თვის განმავლობაში განუწყვეტელი ხველება (მას "მწეველთა" ბრონქტისაც უწოდებენ).

საშიში სიმპტომებია რეგულარული, ძლიერი, მშრალი და ტკივილიანი ხველება. ამ დროს გაძნელებულია ნახველის ამოღება, იწყება თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე და აპათია. არადროულად ჩატარებული მკურნალობის შედეგად მწვავე ბრონქიტი გადადის ქრონიკულში, მიკროორგანიზმები კი განაგრძობენ ბრონქებში ცხოვრებას.

ბრონქიტმა შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, ბრონქული ასთმა, გულის, თირკმლებისა და სახსრების რევმატიზმი. ინფექციები იწვევს ყურების, ყელისა და ცხვირის ტკივილს.

სპეციალისტების აზრით, ბრონქიტისგან თავის დაღწევა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობით (ეთერზეთებით, მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, იმუნომოდულატორები, სუნთქვითი ვარჯიშები, ინჰალაციები, კომპრესები, რასაც დაემატება ხალხური საშუალებები).