მანდარინი- მინიაფთიაქი - კვირის პალიტრა

მანდარინი- მინიაფთიაქი

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ მანდარინის ნარინჯისფერი არა მარტო ამაღლებს გუნება-განწყობილებას, არამედ ხსნის ზამთრის დეპრესიასაც, დიეტოლოგები კი ამტკიცებენ, რომ დედამიწაზე ის ყველაზე დაბალკალორიული ხილია- 100გ მანდარინის რბილობი შეიცავს საშუალოდ 42 კილოკალორიას, ამიტომ ვისაც წონაში დაკლება გსურთ, მიირთვით მანდარინი.

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსის წყალობით ეს ციტრუსი აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის სითხეს, ხელს უწყობს ცხიმის წვას და წონაში დაკლებას, ე.ი. ათავისუფლებს გულს ზედმეტი დატვირთვისგან.

მანდარინი მდიდარია პექტინებით, რომელიც არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ხოლო ბუნებრივი პოლისაქარიდებით ბოჭავს მძიმე მეტალის იონებსა და რადიოაქტიურ ელემენტებს. არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორებისგან თავის დასაცავად საკმარისია შეჭამოთ 2-3ც მანდარინი. მასში ბევრია კბილებისა და ძვლებისთვის სასარგებლო კალიუმი (26მგ) და ფოსფორი (12მგ), მაგნიუმი (18მგ)- ხსნის ნერვულ დაძაბულობას, კალიუმი (155მგ)- არეგულირებს გულის რიტმსა და თირკმლების მუშაობას, რკინა- (0,3მგ). რაც მთავარია, მანდარინი, ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავას წყალობით ხელს უშლის ანემიის განვითარებას.

ანტიოქსიდანტური თვისებების ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A) კი ორგანიზმის უჯრედებს იცავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან, ე.ი. იცავს ჩვენს სიცოცხლეს...

C ვიტამინის წყალობით მანდარინი უნივერსალური იმუნოსტიმულატორია. საკმარისია დღეში 3-4ც მანდარინის ჭამა და ზამთარში ინფექციებისგან დაზღვეული იქნებით. ის სპობს ვირუსებსა და კიბოს უჯრედებს.

ასევე სასარგებლოა მანდარინის არომათერაპია (ეთერზეთები ძირითადად ქერქშია), რომელიც ამაღლებს გუნება-განწყობილებას, ამშვიდებს სულსა და გულს, აღადგენს ორგანიზმის ენერგიასა და იმუნიტეტს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

მანდარინის ქერქი (ცედრა) შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებას- სელევესტროლი Q 40-ს, რომელიც 9%-ით ამცირებს ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს.