გამოიცანი, რა ხილი ხარ - კვირის პალიტრა

გამოიცანი, რა ხილი ხარ

არცთუ უსაფუძვლოა, როდესაც ციტრუსებიდან რომელიმე მეტად გიყვართ. ეთეროვან ზეთებს, რომლებსაც მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი და გრეიპფრუტი შეიცავს, სამკურნალო თვისებები აქვს. თითოეული ჩვენგანი ინსტინქტურად ეტანება იმ ნაყოფს, რომელიც სჭირდება ჩვენს ორგანიზმს.

მაგალითად, ლიმონის მოყვარულს უყვარს სტაბილურობა და კომფორტი, ვერ იტანს მცირე უწესრიგობასაც კი, მისი მთავარი მტერია ვირუსული ინფექციები და სუსტი სისხლძარღვები. სასურველია ლიმონის მოყვარულები ესტუმრონ ნევროპათოლოგს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შაკიკი და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია აწუხებთ, ასევე - გასტროენტეროლოგს, პროქტოლოგს, უროლოგსა და ჰეპატოლოგს, რათა თავი დაიზღვიონ კუჭქვეშა ჯირკვლის, ჰემოროის, თირკმლებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისგან.

გრეიპფრუტის მოყვარული  ძალიან ნათელი და შემოქმედებითი პიროვნებაა, მაგრამ ფიცხი, ემოციური და პირდაპირი. მისი სუსტი ადგილია ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, ცხიმიანი კანი (მუწუკები). თავი რომ დააღწიოთ ამ უსიამოვნებას, დაამატეთ გრეიპფრუტის წვენი სახის ნიღბებსა და კრემებს.

ფორთოხლისა - ნაკლებად თავდაჯერებულია, ხშირად ცივდება. ყურადღება უნდა მიაქციოს ნაღვლის ბუშტს, იმუნიტეტსა და სისხლში შაქრის დონეს. ფორთოხალი აძლიერებს ინფექციებისადმი წინააღმდეგობის უნარს და აქვს ნაღველმდენი თვისება.

მანდარინისა - ძალიან ადვილად ღიზიანდება და კარგავს წონასწორობას. მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარს ცხიმიანი საკვები, ადვილად იმატებს წონაში, აწუხებს კუჭ-ნაწლავი.

მანდარინის მოყვარულმა უნდა მიაკითხოს გასტროენტეროლოგს, გამოიკვლიოს ნაღვლის ბუშტი და ნაწლავების მიკროფლორა, რათა თავი დაიზღვიოს დისბაქტერიოზისგან.