თურმე ყავა... - კვირის პალიტრა

თურმე ყავა...

ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ყავა დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, ადამიანს მატებს სიმხნევესა და ხსნის დაღლილობის გრძნობას დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

სხვათა შორის, ამ მოსაზრებას ეთანხმებიან სპორტსმენების ექიმები. მათი დაკვირვებით, სპორტსმენები, რომლებიც დღეში 2-3 ფინჯან ყავას სვამენ, კოფეინი, რომელსაც ეს არომატული სასმელი შეიცავს, ასტიმულირებს რა ნახშირწყლების ათვისებას, ხელს უწყობს გაზრდილი ფიზიკური დატვირთვისადმი მათ ამტანიანობას და სწრაფად აღადგენს კუნთების ტონუსს.

გარდა ამისა, ყავა კარგია სახის კანის ელასტიკურობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის. გთავაზობთ რეცეპტს:

1ს/კ ჭვავის ფქვილი გახსენით ცივ ყავაში, დაამატეთ 1 კვერცხის გული და წაისვით თვალების ირგვლივ, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.

კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმის სწრაფად წვას და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, რაც აუცილებელია წონაში დასაკლებად.

გთავაზობთ ყავის 3-დღიან დიეტას: სამი დღის განმავლობაში რაციონი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ურძეო, უშაქრო ყავას და მწარე შავ შოკოლადს (100-150გ). ყავას შეიძლება დაამატოთ დარიჩინი. დღეში მხოლოდ (ორ საათში ერთხელ) 4-5 ფინჯანი ყავა უნდა დალიოთ. ბოლო ფინჯანი დალიეთ 19 საათზე. ყავის დალევის შემდეგ პირში გამოივლეთ წყალი და გაიხეხეთ კბილები, რათა კბილებზე ყვითელი ნალექი არ დარჩეს. დღის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ გაზგასული მინერალური წყალი.

გახსოვდეთ: ყავამ რომ სარგებლობა მოგიტანოთ, დაიცავით ზომიერება.

ცნობისთვის: ერთი ფინჯანი ყავა შეიცავს 100მგ კოფეინს.