გემრიელიც და სასარგებლოც... - კვირის პალიტრა

გემრიელიც და სასარგებლოც...

მეცნიერებმა დიდი ხანია აღმოაჩინეს, რომ სწორი კვება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

კვლევებით დაამტკიცეს, რომ ზოგიერთი პროდუქტი  სასარგებლო მიკროელემენტების წყალობით არა მარტო ამცირებენ კანცეროგენების ზემოქმედებას ორგანიზმზე, არამედ ანეიტრალებენ კიდეც.

მაგალითად, ყურძენი, რომელიც შეიცავს ნივთიერება რესვერატროლს, არა მარტო ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას, არამედ ეხმარება ორგანიზმს მის განკურნებაში. ყურძენი საუკეთესო დამხმარე სამკურნალო საშუალებაა კუჭის, ნაწლავების, სარძევე ჯირკვლების სიმსივნეების დროს. ყველაზე სასარგებლოა მუქი ფერის (წითელი და შავი) ყურძენი. ძალიან ბევრ რესვერატროლს შეიცავს კანი და წიპწა, ამიტომ მიირთვით კანიან-წიპწიანად. რესვერატროლს შეიცავს კონცენტრირებული ყურძნის წვენი და მშრალი წითელი ღვინო.

მეცნიერებმა კვლევებით აღმოაჩინეს, რომ ჭარხალი, რომელიც შეიცავს 8-ჯერ მეტ სპეციალურ ნივთიერებას (ანტიციანებს), ვიდრე სხვა ნებისმიერი ბოსტნეული, დიდ დარტყმას აყენებს სიმსივნეს. ანტიოქსიდანტებით მდიდარი ჭარხალი წმენდს სისხლს, ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ღვიძლის მუშაობას და მაგნიუმის წყალობით ებრძვის კიბოს უჯრედებს.

არცთუ დიდი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბროკოლი შეიცავს სულფორაფანს, რომელიც აქტიურად უშლის ხელს არა მარტო კუჭის წყლულის, არამედ კუჭის კიბოს განვითარებას.

ზეითუნის ზეთში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ოლეინმჟავა, რომელიც აფერხებს მკერდის კიბოს განვითარებას.

ქატოიანი პური მდიდარია უჯრედისებითა და საკვები ბოჭკოთი, რომლებიც ბოჭავენ კანცეროგენებს.

წიწმატი - ნივთიერება ფენეტილი იზოტიოციანატით ეწინააღმდეგება არა მარტო სიმსივნით დაზიანებულ უჯრედებს, არამედ ბლოკავს კიდეც.

შოკოლადი შეიცავს რა ანტიოქსიდანტებით მდიდარ ბევრ კაკაოს, იცავს ორგანიზმს კიბოსგან. გირჩევთ, მიირთვათ შოკოლადი, რომელიც შეიცავს არანაკლებ 65% კაკაოს.

გრეიპფრუტი შეიცავს ანტიოქსიდანტ ლიკოპენს, რომელიც აძლიერებს ორგანიზმს და ებრძვის კიბოს უჯრედებს.