სპილენძი ებრძვის დაავადებებს... - კვირის პალიტრა

სპილენძი ებრძვის დაავადებებს...

სპილენძი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა სამკაულებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად, სამკურნალოდ.

სპილენძი აქტიურად მონაწილეობს სისხლის წარმოქმნასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ტონუსს მატებს ღვიძლს, ელენთასა და ლიმფურ სისტემას, სპობს მიკრობებს, ხელს უწყობს წონის დაკლებას. სპილენძს იყენებენ პარაზიტული დაავადებების, სისხლნაკლებობის, მენინგიტისა და რადიკულიტის სამკურნალოდ.

მაგალითად, რადიკულიტის დროს მტკივნეულ ადგილზე იდებენ სპილენძის მონეტას ან ფირფიტას, ზევიდან კი მატყლს იფარებენ. სახსრების ტკივილისა და მარილების დაგროვების დროს თითებზე იკეთებენ რამდენიმე რგოლს, შაქრიანი დიაბეტის დროს სასარგებლოა სპილენძის (შაბიამნის) აბაზანები (1-2 ს/კ შაბიამანი და წყლით სავსე აბაზანა).

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 1-2-ჯერ 15 წუთით. მკურნალობის კურსია 10-15 აბაზანა და შეგიძლიათ გაიმეოროთ წელიწადში 4-6-ჯერ.

თავის ტკივილის, უძილობის, შაქრიანი დიაბეტის დროს მარჯვენა ხელზე ატარეთ 99%-იანი სპილენძის სამაჯური, ხოლო მაღალი წნევის, ჰემოროის, გულის უკმარისობის, ტაქიკარდიის დროს - მარცხენა ხელზე.

სპილენძის საყოფაცხოვრებო საგანი, რომელსაც რეგულარულად ვეხებით (მაგალითად, კარის სახელურები, წყლის ონკანი და ა.შ.) ხელს უშლის სხვადასხვა ინფექციისა და ბაქტერიის გავრცელებას.

ჯანმრთელ ადამიანს სჭირდება დღე-ღამეში 2 მგ სპილენძი. 1ლ სასმელი წყალი შეიცავს 1მგ სპილენძს. სპილენძი არის ხორცში, თევზში, პურ-ფუნთუშეულში, მუხუდოში, ბოსტნეულში, ქამა სოკოში, კარტოფილში, ღვიძლში, თირკმლებში, კვერცხის გულში, ხორბალში, ზოგიერთ ზღვის პროდუქტში.

ცნობისთვის:

1. რძის დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სპილენძის უკმარისობა.

2. ალერგიულებმა თავი შეიკავეთ ნებისმიერი ლითონით მკურნალობისგან.

3. მათ, ვინც ალერგიული არ არის, მაგრამ ლითონით მკურნალობისას კანზე გაუჩნდათ გამონაყარი და დაეწყოთ ქავილი, მაშინვე უნდა შეწყვიტონ მკურნალობა.