ბურსიტი ვერაგი დაავადებაა - კვირის პალიტრა

ბურსიტი ვერაგი დაავადებაა

ბურსიტი სახსრების ირგვლივ არსებული ლორწოვანი (სინოვიური) აბგის ანთებაა, რომელსაც იწვევს ტრავმა, ხშირი მექანიკური გაღიზიანება, დიათეზი.

მწვავე ბურსიტის დროს ლორწოვანი აბგის მიდამო შეშუპებული და მტკივნეულია.

გთავაზობთ ბურსიტის, ართრიტის (უშუალოდ სახსრების ტკივილის დროს) სამკურნალო ხალხურ საშუალებებს:

1. 6 ჩ/კ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს და 2ჩ/კ ღვიის წიწვს შეურიეთ 200გ დამდნარი ცხელი კარაქი, გააცივეთ და წაისვით სახსრებზე. მალამო ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელია.

2. საშუალო ზომის ფიკუსის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა არაყი და გააჩერეთ 5 დღე ბნელ, გრილ ადგილას. ნაყენით დაიზილეთ მტკივნეული სახსრები.

3. თითო ს/კ ანწლის ყვავილს, ჭინჭრის ფოთლებს, ოხრახუშის ფესვებს და ტირიფის ქერქს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გააცივეთ, გაწურეთ და დალიეთ ნახარში ბურსიტისა და ართრიტის დროს.

დღეში საჭიროა 2 ჩ/ჭ ნაყენის მიღება.