იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

სოია, როგორც საკვები, ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნიდან არის ცნობილი. ის მდიდარია მცენარეული ცილებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფიტოესტროგენებითა და უჯრედისებით.

სოიისგან ამზადებენ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებით მდიდარ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც იცავენ უჯრედებს ნაადრევად დაბერებისა და გადაგვარების ხელისშემწყობი მავნე "თავისუფალი რადიკალებისგან".

სოიის პროდუქტები ძალიან სასარგებლოა თირკმლებით დაავადებულთათვის. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის სახსრების ოსტეოპოროზით დაავადებას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს. შეიცავს ლეციტინსა და ქოლინს, რომლებიც მონაწილეობენ ტვინისა და ნერვული უჯრედების განახლებაში, აუმჯობესებენ აზროვნებას და ყურადღების კონცენტრაციას და სხვ.

კარტოფილი საერთოდ არ შეიცავს ცხიმს, სამაგიეროდ, მდიდარია სასარგებლო მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით და ბალასტური საკვები ბოჭკოთი. 3-4 კარტოფილი შეიცავს ჩ ვიტამინის დღეღამურ ნორმას, B6 ვიტამინის წყალობით არეგულირებს ორგანიზმში ცილების ცვლას. კარტოფილის სახამებელი ასტიმულირებს B 2 ვიტამინის სინთეზს, ააქტიურებს ნაღველმჟავას, აქვეითებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს.

1კგ კარტოფილი შეიცავს 5გ კალიუმის მარილს, რომელიც ამაგრებს გულის კუნთებს. ამიტომ, ვისაც გული აწუხებს, მენიუში უნდა გაითვალისწინოს მოხარშული, აირღუმელში ან ღადარში შემწვარი კარტოფილი.

ცნობისთვის: 100 გ კარტოფილი შეიცავს 60 კალორიას.