ყველაფერი ნატურალური - კვირის პალიტრა

ყველაფერი ნატურალური

ძალიან ბევრი ხალხური რეცეპტი არსებობს მგრძნობიარე სახის კანისთვის, სადაც მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებია გათვალისწინებული. გთავაზობთ რამდენიმეს:

მგრძნობიარე სახის კანის დასარბილებლად, დასატენიანებლად და დასამშვიდებლად საუკეთესო საშუალებაა კიტრი. დილა-საღამოს სახე გაიწმინდეთ კიტრის წვენით, ხოლო კვირაში 2-ჯერ გაიკეთეთ ხორცსაკეპში გატარებული კიტრის ნიღაბი. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ კანი მშრალია, დაამატეთ ჟოჟობოს ზეთი.

ჭორფლის დროს კიტრის თესლს დაასხით არაყი (1:10 პროპორციით), გააჩერეთ 2 კვირა. შემდეგ გაწურეთ და სახე გაიწმინდეთ წყალში გაზავებული ნაყენით (1:0 პროპორციით) ასუფთავებს ფორებსა და კვებავს სახის კანს.

მატონიზებელი კიტრის ლოსიონი - 1 ცალი კიტრის წვენს დაამატეთ იმავე რაოდენობის მინერალური წყალი, ლიმონის რამდენიმე წვეთი და სახე გაიწმინდეთ ყოველდღე.

დაღლილ და მგრძნობიარე სახის კანს უხდება, მოხარშული კარტოფილის რძიანი პიურეს ნიღაბი. პიურე წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გამომშრალ და მგრძნობიარე სახეზე წაისვით ჟოჟობოს ზეთი, შემდეგ წაისვით ხორცსაკებში გატარებული თეთრი კომბოსტოს ფაფა და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სახის სიწითლესა და ქავილს შველის ორკბილას და გვირილის ნაყენი. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს ეს მცენარეები, 1ს/კ ნარევს დაასხით 1ჩ/კ მდუღარე წყალი და 15-20 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე. გააცივეთ, გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს სამი დღისა. დილას ამ ნაყენით სახე დაიბანეთ და გაიწმინდეთ.