შტოში ჯანმრთელობის საწინდარია - კვირის პალიტრა

შტოში ჯანმრთელობის საწინდარია

შტოში, სხვა კენკრებთან შედარებით, ყველაზე მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. უძველეს დროში შტოშით მკურნალობდნენ თავის ტკივილს, სურავანდს. ის დღესაც აქტიურად გამოიყენება სამკურნალოდ.

პროფილაქტიკის მიზნით 1 კგ შტოშს, დაჭრილ ვაშლს და 2 ჩ/ჭ ნიგოზს დაასხით ვაჟინი (2,5 კგ შაქარი: 1 ჩ/ჭ წყალი) და ნელ ცეცხლზე 30 წუთი ადუღეთ; ჩაასხით მინის ქილებში. მიიღეთ 1ს/კ დილით და დააყოლეთ წყალი.

გაცივების დროს: 200 მლ შტოშის წვენს დაამატეთ 3ს/კ თაფლი. ეს ნაყენი აქვეითებს ტემპერატურას, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, კლავს წყურვილის გრძნობას.

დღეში 2-ჯერ მიიღეთ თანაბარი რაოდენობის ჭარხლისა და შტოშის წვენის ნარევი - მაღალ წნევას დააქვეითებს და კაპილარებს შემატებს ელასტიკურობას.

გასტრიტის (დაბალი მჟავიანობის) დროს სასარგებლოა ჭამოთ ახალი კენკრა, სვათ შტოშის მორსი, კისელი.

დიარეის (კუჭის აშლილობის) დროს 2-2 ს/კ შტოშის კენკრისა და ფოთლის ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 10 წუთი ადუღეთ. გააცივეთ. მიიღეთ 0,5 ჭიქა ნაყენი 4-ჯერ დღეში.

ნივთიერებები, რომლებსაც ეს კენკრა შეიცავს, ააქტიურებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამიტომაც ის რეკომენდებულია ცისტიტის, ნეფრიტისა და ზოგიერთი ქალური დაავადებების სამკურნალოდ. მიიღეთ 2ს/კ შტოშის წვენი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 0,5 საათით ადრე.

ცხიმიანი კანის დროს სახეზე გაიკეთეთ დანაყილი შტოშის ნიღაბი. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

პიგმენტაციის დროს სახე რეგულარულად გაიწმინდეთ კენკრის წვენით.