სურდო არც ისე უსაფრთხოა - კვირის პალიტრა

სურდო არც ისე უსაფრთხოა

თანამედროვე მედიცინა ბევრ დაავადებას მოერია, მაგრამ ვერაფერს გახდა თითქოსდა უმნიშვნელო დაავადებასთან - სურდოსთან, იმიტომ, რომ სურდოს ძალიან ძლიერი და მრავალრიცხოვანი "მოკავშირე" ჰყავს. არსებობს სურდოს გამომწვევი 100-ზე მეტი ვირუსი.

გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი იმუნიტეტი "იბნევა" და არ შეუძლია შეიცნოს მორიგი "მტერი"... გარდა ამისა, სურდოს ვირუსი თავის თანამოძმეებს შორის ყველაზე მდგრადია და შეუძლია მოხერხებულად "შეინიღბოს".

სურდო იწვევს ჩვენი ორგანიზმის მავნე ზემოქმედებისგან დამცველი ძირითადი ბარიერისა და ფილტრის - ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას (რინიტი). ამ დროს ცხვირიდან გამოყოფილი ბაქტერიებისა და ვირუსების გამანეიტრალებელი ბევრი ნივთიერება არ უშვებს მათ ფილტვებისკენ. გარდა მასობრივი ვირუსული შეტევებისა, სურდოს იწვევს გაცივება.

საკმარისია სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანი მოხვდეს სიცივეში, თოვასა და წვიმაში, ორპირ ქარში, დაუსველდეს ფეხები, რომ ავად გახდეს. ზოგჯერ სურდოს იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის ტრავმა, ალერგიული რეაქციები, პროფესიული ფაქტორები (მტვერი, ბოლი, სუნი, სუნამო, პარფიუმერია და სხვ.).

სურდო რომ არ დაგემართოთ, ფეხები თუ გაგიცივდათ, ან დაგისველდათ - შეეცადეთ, სწრაფად გათბეთ. 10 წუთით ფეხები ჩაყავით 40-420\ ჩ-იან წყალში, თბილ წინდებში ჩაყარეთ მდოგვის ფხვნილი და ჩაიცვით, დალიეთ ლიმონიანი ცაცხვის ყვავილის ან ჟოლოსმურაბიანი ცხელი ჩაი, ასკილის ან შავი მოცხარის ნახარში და ჩაწექით ლოგინში.

თუ ამ ხერხებით ვერ "შეაშინეთ" სურდო, დაუყოვნებლივ დაიწყეთ მკურნალობა! როგორც კი სუნთქვა გაგიჭირდებათ, თავი აგტკივდებათ, ყელში ფხაჭნას და წვას იგრძნობთ, გამოირეცხეთ ცხვირი მარილიანი ან სოდიანი ხსნარით (1ჩ/ჭ თბილი წყალი:1ჩ/კ მარილი ან სოდა). ეს ხსნარი ატენიანებს ლორწოვან გარსს, წმენდს მტვრისაგან, ალერგენებისაგან, ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან. გაიკეთეთ ორთქლის ინჰალაციები არომატული ზეთებით (ევკალიპტის, პიტნის, ლიმონის, ლავანდის, ჩაის ხის, გვირილისა და სალბის (1:1). დაასხით მცენარეს მდუღარე წყალი და ისუნთქეთ 5 წუთი.

გახსოვდეთ: ინჰალაცია გაიკეთეთ ჭამიდან 1,5 საათის შემდეგ. ორთქლი უნდა იყოს თბილი და არა ძალიან ცხელი! პროცედურის ხანგრძლივობაა 10 წუთი. ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ თავისუფლად. 37,5 0ჩ-ზე მაღალი ტემპერატურის დროს ინჰალაცია არ შეიძლება.

სურდოს სამკურნალოდ უნდა გამოიყენოთ ექიმის დანიშნული წამლები: ცხვირში ჩასაწვეთებლები (ლორწოვანი გარსის დამატენიანებლები, მცენარეული წამლები, რომელთა შემადგენლობაში შედის ეთეროვანი ზეთები, რომელთაც აქვს ანტისეპტიკური და გამაგრილებელი ეფექტი და აუმჯობესებს სუნთქვას. აგრეთვე, -ჰომეოპათიური სპრეები და წვეთები, რომელთაც აქვთ ანტივირუსული, იმუნიტეტის მასტიმულირებელი და შეშუპების საწინააღმდეგო თვისება.

ანტიბაქტერიული საშუალება გამოიყენება მაშინ, როდესაც სურდო გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით და გართულების შემთხვევაში.

სურდო რომ არ დაგემართოთ, გაიკაჟეთ ორგანიზმი, რეგულარულად იარეთ ჰაერზე, მიიღეთ ჩ ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, სვით ბევრი სითხე, ჩაიცვით სეზონის მიხედვით. თავი აარიდეთ მწვავე ვირუსული ინფექციების დროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

თითქოსდა სურდო საშიში არ არის, მაგრამ თუ თავის დროზე არ იმკურნალეთ, შეიძლება გამოიწვიოს გართულება. თუ 2 კვირის შემდეგ მაინც გიჭირთ სუნთქვა, უსიამოვნო შეგრძნება გაქვთ, დროდადრო თავი გტკივათ, ცრემლი გდით, თვალები გჭრით, ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი იწყება, სასწრაფოდ მიმართეთ ოტორინოლარინგოლოგს, რათა სურდო არ გახდეს ქრონიკული და არ გართულდეს (სინუსიტი, ოტიტი და სხვ.).