უცხოეთიდან გამოგზავნილი რა წამალი გამოსცადა თენგიზ ცერცვაძემ საკუთარ თავზე - კვირის პალიტრა

უცხოეთიდან გამოგზავნილი რა წამალი გამოსცადა თენგიზ ცერცვაძემ საკუთარ თავზე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელმა კორონავირუსი დაამარცხა, საკუთარ თავზე ექსპერიმენტი ჩაატარა და ამბობს, რომ იგი საკუთარი თავისთვის საინტერესო პაციენტი იყო:

"16 ნოემბრიდან მდგომარეობა საკმაოდ სწრაფად დამძიმდა, მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადებების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები და ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათს მივიღე გადაწყვეტილება რომ დამეწყო რემდესივირის გადასხმა. ის ჯერ სამწუხაროდ საქართველოში არ არის შემოტანილი და უცხოეთიდან გამომიგზავნეს. "რემდესივირი" შესაძლოა არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი უბრალოდ არ არსებობს.

ერთი შემთხვევით მე არ შემიძლია დასკვნების გაკეთება და ის, რომ რაც ჩემთან მოხდა მივაწერო "რემდესივირის" პოზიტიურ ეფექტს, მაგრამ ამის უარყოფაც არ შეიძლება. საექიმო ალღოს საფუძველზე მაქვს განცდა, რომ მინიმუმ ჩემთან "რემდესივირმა" იმუშავა ძალიან პოზიტიურად", - ამბობს ცერცვაძე.

ambebi.ge