თურმე... - კვირის პალიტრა

თურმე...

- ტყის ჩიტისთვალა (იყიდება აფთიაქებში), რომელიც შეიცავს ჩ ვიტამინს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, გლიკოზიდებს, ეთეროვან ზეთს, შველის გაცივებით გამოწვეულ დაავადებას.ტყის ჩიტისთვალას ნაყენს აქვს შარდმდენი თვისება, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აწყნარებს ნერვებს, როგორც ყველა ბალახეული, მდიდარია კუმარინით.

მისი ქერქი შეიცავს კუჭ-ნაწლავისთვის აუცილებელ შემომგარსავ კონსისტენციას, ასევე ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

ნაყენის რეცეპტია: აიღეთ 1 წილი ყვავილი და 30 წილი წყალი, აადუღეთ და სვით ყლუპ-ყლუპობით.

- ხალხური მედიცინა მიიჩნევს, რომ ძახველი თითქმის ყველა დაავადებას შველის, რადგან სასარგებლო თვისებებით აჭარბებს ჟოლოს და სულ ოდნავ ჩამორჩება ჩ ვიტამინით მდიდარ ასკილს. ეს კენკრა მდიდარია პექტინებით და მთრიმლავი ნივთიერებებით: ფოსფორით, რკინით, იოდით, სპილენძით. საუკეთესო დიეტური კენკრაა, მისგან ამზადებენ კისელს, ჯემს, საწებელს, გამხმარ კენკრას იყენებენ ჩაისთვის.

სამკურნალოდ იყენებენ კენკრას, ყვავილებსა და ქერქს. ძახველი ტონუსს მატებს გულს, აწესრიგებს პულსს, სასარგებლოა ნევროზის, ძარღვების სპაზმების, ჰიპერტონიის დროს, აქვს შარდმდენი და ნაღველმდენი თვისება, ჭრილობების შეხორცების უნარი, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. კენკრის წვენი რეკომენდებულია ონკოდაავადებების დროს, როგორც პროფილაქტიკური საშუალება.

თუ გსურთ ტოქსინებისგან გაიწმინდოთ კუჭ-ნაწლავი, 4-5 კვირის განმავლობაში ყოველდღე მიიღეთ 100 გ ძახველი (2 კენკრა - ყოველ 2 წუთში), ამ მიზნით შეგიძლიათ გამხმარი კენკრაც გამოიყენოთ: 1 ს/კ კენკრას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი და სვით 1/2 ჩ/ჭ დღეში 3-ჯერ.

ძახველი არარეკომენდებულია თირკმლების დაავადებების და ფეხმძიმობის დროს.

ფრთხილად, ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას.