"ფერდი" - წამალი საქართველოს წალკოტიდან - კვირის პალიტრა

"ფერდი" - წამალი საქართველოს წალკოტიდან

"ფერდი"  - დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური მოქმედების მქონე პარასამკურნალო საშუალება.

ჩვენებები:

წამალ "ფერდის" გამოყენება რეკომენდებულია:

როგორც დამამშვიდებელი საშუალება ვეგეტონევროზის (უძილობა, აგზნებულობა, შიში, ნერვული აშლილობა, დაძაბულობა) დროს;

როგორც ხველების დამაწყნარებელი საშუალება;

კუჭ-ნაწლავის, ფილტვების, პირის ღრუს, საშარდე გზების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების დროს;

როგორც იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალება;

ქრონიკული ფაღარათისას;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

შემადგენლობა:

"ფერდის" ფხვნილი (PULVER "PHERDI’’)  1კაფს - 0,3გ;

"ფერდის" ფხვნილი მზადდება წყავის (Lაუროცერასუს ოფფიცინალის ღოემ.) ფოთლების საფუძველზე. ნედლეულის შემადგენლობაში შედის ნაერთები - გლიკოზიდები: ამიგდალინი, პრულაურაზინი (ლაურაცერაზინი) და მისი სტერეოიზომერი პრუნაზინი, თავისუფალი ციანწყალბადმჟავა - 0,4-5%; მთრიმლავი ნივთიერებები - 25%, 0,5% ეთერზეთები, 2,7% ტრიტერპენოიდები (ურსოლის მჟავა - 1%), პროანთოციანები, ფენოლკარბონმჟავები (ჰიდროლიზდება კოფეინის, პარა-კუმარის მჟავას წარმოქმნით), კატეხინები (დიმერული, ტრიმერული კატეხინები, ეპიკატეხინი, (+)-კატეხინი, (-)-ეპიკატეხინი), ვიტამინი ჩ, სტეროიდები (ბეტა-სიტოსტერინი, სტიგმასტერინი, ქოლესტერინი), ფლავონოიდები, რომელთა ჰიდროლიზით მიიღება ქვერცეტინი;

პრეპარატის ანტიოქსიდანტური აქტივობაა 72-85%;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

წამალ "ფერდის" მოქმედება განპირობებულია ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსით. მათ შორის უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია გლიკოზიდი ამიგდალინი, რომელიც კუჭის ფერმენტების ზემოქმედებით იშლება და გამოყოფს ტკივილგამაყუჩებელი, ანესთეზიური, ანტიბაქტერიული და სპაზმოლიზური თვისებების მქონე ციანწყალბადმჟავას.

"ფერდის" გამოყენება ხელს უწყობს ვეგეტონევროზით დაავადებულ პაციენტებში კლინიკური ნიშნების დადებით დინამიკას და აუმჯობესებს პაციენტთა განწყობას.

ანტიოქსიდანტური აქტივობითაა განპირობებული პრეპარატის ძლიერი იმუნომასტიმულირებელი, ტკივილგამაყუჩებელი და  ანტისეპტიკური მოქმედება.

თავისუფალი რადიკალური პროცესი არის აუცილებელი მეტაბოლური რგოლი ორგანიზმის ნორმალური არსებობისათვის.

მისი მონაწილეობით ხდება ფოსფორილირების მჟავე რეაქცია ნუკლეინური მჟავეებისა და პროსტაგლანდინების ბიოსინთეზი, ლიპორიტული აქტივობის რეგულირება უჯრედული დაყოფის პროცესში. ამავდროულად თავისუფალი-რადიკალური პროცესის მატება ხელს უწყობს რიგი დაავადებების განვითარებას: მიოკარდის ინფარქტი, ანთებითი, სხივური დაავადება და სხვა.

ანტიოქსიდანტების გამოყენება მიზანშეწონილია გულის სტრესული დაზიანების ასაცილებლად, გულის დაცვა ჰიპოქსიური ანემიისაგან, ფიზიკური დატვირთვის გასაძლიერებლად. ანტიოქსიდანტური სისტემა არა მარტო იცავს სტრესული გავლენისაგან, არამედ იცავს გულის არითმიის, ფიბრილაციისაგან და შეაქვს თავისი წვლილი ექსტრემალურ მდგომარეობაში ადაპტაციური ქცევისათვის. შესაბამისად ყველა დაავადების დროს, რომლის აღმოცენებაში სტრესს აქვს გარკვეული მნიშვნელობა.

წამალ "ფერდში" ციანწყალბადმჟავას დამამშვიდებელი და ხველების დამაწყნარებელი ეფექტი განპირობებულია მისი უშუალო ზემოქმედებით სუნთქვის ცენტრზე. კაფსულების მიღება ხელს უწყობს ხველების შემცირებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში. ასევე აღსანიშნავია პაციენტთა ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილიზაცია. "ფერდის" გამოყენება ხელს უწყობს ვეგეტონევროზით დაავადებულ პაციენტებში კლინიკური ნიშნების დადებით დინამიკას და აუმჯობესებს პაციენტთა განწყობას. წამალი "ფერდი" შეიცავს არაერთ სამკურნალო ნივთიერებას. მისი მოქმედება ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსითაა განპირობებული.

მთრიმლავი ნივთიერებები - ტანინები. სამედიცინო გამოყენება: შემკვრელ-შემბოჭველ საშუალებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტანინებს. ისინი იწვევენ ცილების დალექვას და მკვრივი ალბუმინატების წარმოქმნას. ახასიათებს ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და სისხლდენის შემაჩერებელი თვისება. ლორწოვან გარსზე, ჭრილობებისა და დამწვარი ადგილების ზედაპირზე მოხვედრისას ცილების და ჭრილობის ექსუდატის ნაწილობრივ შეხვეჭასა და აპკის წამოქმნას. მთრიმლავ ნივთიერებას ხმარობენ, როგორც ანტიდოტს მძიმე მეტალებით, ალკალოიდებით და ზოგიერთი გლიკოზიდით მოწამვლისას.

ფლავონოიდები: ამ შენაერთებს ახასიათებთ ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრი. მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, არის ჰიპოტენზიური და კარდიოტონული\ საშუალება. კატეხინები, ანთოციანები (რუტინი, ქვერცეტინი, ქვერციტრინი, ლეიკოანთოცინიდები, მირიცეტინი, პელარგონიდინი) ახდენენ გულის რიტმის მოგვარებას, აძლიერებენ გულის კუნთის შეკუმშვის ამპლიტუდას.

ფლავონოიდები აუმჯობესებენ სისხლის მიკროცირკულაციას, მოქმედებენ თირკმლის ფუნქციაზე. აძლიერებს დიურეზს და კონკრემენტების გამოდევნას ორგანიზმიდან. აქვს შარდში აზოტის კონცენტრაციის შემცირების უნარი. ფლავონოიდები ეფექტურია ჰემორაგიული დიათეზის, ავიტამინოზის, კაპილაროტოქსიკოზის, ქრონიკული ჰეპატიტის, ყაბზობის, სისხლდენის დროს. წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ საშუალებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფლავონოიდების (ერიოდიქტინი, ჰესპერიდინი) P-ვიტამინური აქტივობა. ის ამცირებს სისხლძარღვთა  სიმყიფეს, მოქმედებს შეღწევადობასა და რეზისტენტობაზე. მეტად მნიშვნელოვანია უკანასკნელ ხანებში დადგენილი მისი ანტიოქსიდანტური, რადიოპროტექტორული, სიმსივნის საწინააღმდეგო და ჰიპოგლიკემიური მოქმედება. ასევე, საინტერესოა იზოფლავონოიდებისთვის დამახასიათებელი ესტროგენული თვისება.

კატეხინები - ორგანული ნივთიერებებია, რომლებიც წარმოადგენენ პოლიფენოლურ ნაერთს და არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. მცენარის ანტიოქსიდანტური თვისება განპირობებულია მათში დიდი რაოდენობით კატეხინების არსებობით.

ეპიკატეხინი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია, უფრო ძლიერი, ვიდრე ვიტამინები C და E. კატეხინებს აქვთ ანტიმიკრობული თვისებები და გამოიყენება დიზინტერიის სამკურნალოდ. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ კატეხინები აძლიერებს იმუნურ სისტემას და კურნავს სიმსივნეს.

ქვერცეტინი - ფლავონოიდია, რომელიც დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, იცავს ოსტეოპოროზისგან, ამცირებს კიბოს რისკს. აქვს ანტიჰისტამინური, ანტიოქსიდანტური და ანტიტოქსიკური თვისებები. აგრეთვე ასტიმულირებს ზოგიერთი ფერმენტის გამომუშავებას. გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ფლავონოიდებით მდიდარი დიეტა ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს. ქვერცეტინი ხელს უწყობს ქოლესტერინის დაშლას, ამცირებს არტერიულ წნევას, პროსტატის, საკვერცხისა და მკერდის კიბოს წარმოქმნის რისკს.

ვიტამინი ჩ - არის ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება, რომელიც აუცილებელია შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, განიხილება როგორც ანტიოქსიდანტი.

ბიოლოგიურად აქტიურია ერთ-ერთი იზომერი - ასკორბინის მჟავა, რომელსაც ვიტამინ ჩ-ს  უწოდებენ. გამოიყენება ზოგადად როგორც იმუნური სისტემის სტიმულატორი სხვადასხვა დაავადების დროს. ტრიტერპენოიდები (ურსოლის მჟავა) - აღმოჩენილია ბევრ მცენარეში. მისი მოქმედება ორგანიზმზე მრავალმხრივია - მატონიზირებელი, ადაპტაციური (აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას არასასურველ პირობებში), ანტისეპტიკური, სისხლძარღვის კედლის გასამაგრებელი, ჭრილობის შემახორცებელი და ა.შ. ურსოლის მჟავა აფართოებს ტვინისა და გულის სისხლძარღვებს, აუმჯობესებს ამ ორგანოების მუშაობას. ასტიმულირებს გულის კუნთის კუმშვადობას, არტერიულ წნევას დაბლა სწევს და აქვს დამამშვიდებელი თვისებები.

პროანთოციანები - ბიოფლავონოიდებია და აქვს:

P-ვიტამინური, რეგენერაციის აქტივობა;

ეხმარება ორგანიზმს შეინახოს და აღადგინოს კოლაგენი;

აფერხებს სიბერის პროცესს;

ხელს უშლის შეშუპებას, ანთებით და აუტოიმუნურ პროცესს;

ამცირებს ორგანიზმში ინტოქსიკაციის პროცესს;

ანეიტრალებს ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს.

"ფერდის" შექმნას წინ უძღოდა წამალი "სალხინოს" არსებობა, რომელიც საქვეყნოდ განთქმული სამკურნალო საშუალებაა. მისი თვისებები და მაღალი ეფექტურობა ცნობილია არაერთი სამეცნიერო და სამკურნალო დაწესებულებისთვის, ამასვე ადასტურებს მრავალათასიანი არმია პაციენტებისა, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს ამ წამლის ძალა. "სალხინო" ოცი წელია სააფთიაქო ქსელშია, მასზე დიდი მოთხოვნა დასტურია წამლის უებრო სამკურნალო თვისებების.

ფარმაცევტულმა კომპანია”"სალხინომ" საუკუნოვან საოჯახო ტრადიციებზე დაყდნობით შექმნა ახალი სამკურნალო საშუალება, რომელსაც სახელად ეწოდა "ფერდი".

ამრიგად, არსებობს ფარმაცევტული კომპანია”"სალხინოს" ორი, ტრადიციული ხერხით დამზადებული სხვადასხვა შემადგენლობის, უტყუარი ეფექტის მქონე წამალი, "სალხინო" და "ფერდი", რომლებიც აღიარებულია მეცნიერული თვალსაზრისით და მათი გამოყენება რეკომენდებულია, როგორც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით.

ქართულ სინამდვილეში არსებობს წამლების დამზადების ორიგინალური ხერხი, რომელიც მეცნიერებისთვის უცნობია. ეს საიდუმლო გვაძლევს საშუალებას მცენარეულ ნედლეულში გავზარდოთ სამკურნალო ნივთიერებების პროცენტული მაჩვენებელი, ხოლო შხამები ვაქციოთ სასარგებლო ნივთიერებად. ამის ნათელი მაგალითია წამალ "სალხინოში" და "ფერდში" შემავალი ნივთიერებები და მათი უტყუარი სამკურნალო თვისებები.

მცენარეებისგან დამზადებული წამლის გამოვლენილი თვისებების ეფექტურობა გვაძლევს უფლებას ვიმსჯელოთ მის სასიკეთო თვისებებზე ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის პროცესზე დაკვირვების შემდეგ, რაც თითქმის შეუძლებელია ლაბორატორიული კვლევით, რადგან წამალი სამკურნალო ეფექტს ავლენს მხოლოდ ავადმყოფის ორგანიზმში მოხვედრისას.

ფარმაცევტული კომპანია "სალხინოს" სამეცნიერო საბჭო

პარასამკურნალო - ისეთი გარკვეული თერაპიული ეფექტის მქონე მცენარეული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შეიცავს წამლის სპეციალურ სუბსტანციას ისეთი სახითა და რაოდენობით, რომელსაც გააჩნია წამლის ეფექტი. 1988 წელს საბჭოთა კავშირის ტრადიციული მედიცინის ფონდის წარდგენით ჩირქოვანი ქირურგიის კათედრაზე ჩატარდა "სალხინოს" პირველი კლინიკური აპრობაცია. ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ მე გავხდი საბჭოთა კავშირის სახალხო მკურნალი. მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ათეულობით კლინიკაში დამტკიცდა "სალხინოს" უტყუარი ეფექტი.

2004 წელს მე, როინ ნაჭყებიამ, უფლის წყალობით, დავიწყე ზრუნვა წამალი "ფერდის" წარმოებაზე. მას შემდეგ "ფერდმა" გაიარა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა, მიღებულ იქნა სახელმწიფო პატენტი და ლიცენზიები, წამალი დარეგისტრირდა ჯანმრთელობის სამინისტროში. მრავალწლიანი დაკვირვებები მაძლევს უფლებას  ვურჩიო ავადმყოფებს, ვისაც აწუხებს იმუნიტეტის დაქვეითება, საერთო სისუსტე, სქესობრივი პრობლემები, ოპერაციის შემდგომი გართულებები და სხვა მძიმე დაავადებები, გამოიყენონ მცენარეული ნედლეულისგან მიღებული წამლები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში სხვა წამლებთან ერთად, ასევე მონოთერაპიის სახით, სხვადასხვა დაავადების დასაძლევად.

წამლის ავტორი

როინ ნაჭყებია

მიმდინარე საუკუნის დასაწყისში უამრავი სასამართლო პროცესი მოუწყვეს წამალ "სალხინოს". მომჩივნები იყვნენ ჩინოვნიკები. ყველა პროცესი "სალხინოს" სასარგებლოდ დამთავრდა. გახმაურებულ პროცესებს უამრავი "სალხინოს" მომხმარებელი და ჟურნალისტი ესწრებოდა. ეს ყველაფერი დაფიქსირებული და გამოქვეყნებული იყო საინფორმაციო საშუალებების მიერ. დღეს წამოვიწყეთ ჩვენს მიერ წარმოებული წამალ "ფერდის" სარეკლამო კამპანია.

ალბათ ახლა დაიწყება ჩვენი დევნა. "სალხინოს" საზოგადოება მიჩვეულია შევიწროებას და ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ ქართულ ბიზნესს ჩირქი მოსცხონ. ამ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში კი მეწარმეების შევიწროება, მათი უფლებების შეზღუდვა, ქართული პროდუქციის გაუფასურება და შესაბამისად, სამუშაო ადგილების კიდევ უფრო მეტად შემცირება საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის, მისი მმართველობის მოშლისა და განადგურებისათვის.

გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.

წამალი "ფერდი"

იკითხეთ აფთიაქებში.

(+995 32) 95 90 60

www.pherdi.ge www.salkhino.ge

R