ბროწეული ანემიას ებრძვის - კვირის პალიტრა

ბროწეული ანემიას ებრძვის

ძველი ბერძნები ბროწეულს ოჯახური ბედნიერების, ერთგულების სიმბოლოდ და მძიმე დაავადების შემდეგ ენერგიის აღმდგენად მიიჩნევდნენ. თანამედროვე

მედიცინა გვირჩევს, მხნედ და ახალგაზრდულად რომ გამოვიყურებოდეთ, საჭიროა დღეში თუნდაც რამდენიმე ლალისფერი მარცვლის ჭამა.

ბროწეულის წვენი ასუფთავებს სისხლს, ამდიდრებს ჟანგბადით და აუმჯობესებს მის ხარისხს, კურნავს ანემიას და აღადგენს ძალას, აწესრიგებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. დიეტოლოგები ურჩევენ ნებისმიერი ასაკის ადამიანებს (განსაკუთრებით ზამთარში და უძილობის დროს) ყოველდღე მიიღონ წყალგარეული 2 ს/კ ბროწეულის წვენი. სამკურნალოდ გამოიყენება ბროწეულის ფოთლების ნახარშიც, რომელიც აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას და ადამიანი თავს მხნედ გრძნობს. ბროწეულის ქერქის ნახარში კურნავს კუჭის აშლილობას.

გაცივებისა და ხველების დროს ექიმები გვირჩევენ (თუ ბროწეული არ იწვევს ალერგიას) მივიღოთ 1/2 ჩ/ჭ სუფთა ან ანადუღარი წყლით გაზავებული (1:1) ბროწეულის თბილი წვენი.

ბროწეულის წვენი დაბალკალორიულია, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და კანის ფერს; ბროწეულის მარცვლებს იყენებენ ფლავების, სალათების, დესერტების მოსამზადებლად.