სატაცურის სიკეთე - კვირის პალიტრა

სატაცურის სიკეთე

სატაცური უძველესი კულტურაა, უხვად შეიცავს ვიტამინებსა და მინერალურ მარილებს. დაბალკალორიულია და მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, C, B, PP

ვიტამინებითა და A პროვიტამინით, კაროტინით, კალციუმით, რკინით, კალიუმით, ფოსფორითა და თუთიით. ყლორტებში კი ბევრი აზოტოვანი ნივთიერებაა.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი სატაცურის ყლორტები, ფესურა და ნაყოფი გემრიელიცაა და სამკურნალოც. სატაცური აუმჯობესებს საჭმლის მონელების ტრაქტს, ააქტიურებს გულისა და თირკმლების მუშაობას. აქვეითებს არტერიულ წნევას, ამაღლებს ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსს, გამძლეობას და ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვებს.

სატაცურის წვენი შარდმდენი, ანთებსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი საშუალებაა. სატაცურში შემავალი ფოლიუმის მჟავა ავითარებს სისხლის უჯრედებს და ხელს უშლის ღვიძლის დაავადებებს.