შეიძლება ერთ კვირაში გახდომა! - კვირის პალიტრა

შეიძლება ერთ კვირაში გახდომა!

ცნობილი შვეიცარიელი დიეტოლოგი დემოლი გვირჩევს, რომ დიეტა უმჯობესია დავიცვათ ხილით, ბოსტნეულითა და კენკრით მდიდარ შემოგომაზე.

ამ საოცარ დიეტაში გათვალისწინებულია საუზმის, სადილისა და ვახშმის სამ-სამი ვარიანტი, რომლის კომბინირებაც შეგიძლიათ. დიეტა მკაცრად უნდა დაიცვათ თვეში ერთი კვირის განმავლობაში და 3-4 კგ-ს დაიკლებთ.

I საუზმე

I ვარიანტი: 1 ჭიქა რძე, 1 კვერცხი, 50 გ შავი პური.

II ვარიანტი: რძიანი ყავა, 2 თოხლო კვერცხი, 100 გ დაღერღილი ხორბლის პური.

III ვარიანტი: რძიანი ყავა, 100 გ უცხიმო ქათმის ბარკალი, 50 გ შავი პური.

II საუზმე

I ვარიანტი: ვაშლი, მსხალი ან ატამი (100 გ).

II ვარიანტი: 1/2 ჩ/ჭ ახალგამოწურული ბოსტნეულის წვენი (100 გ).

III ვარიანტი: 100 გ ნებისმიერი სეზონური კენკრა ან ხილი.

სადილი

I ვარიანტი: ბოსტნეულის წვენი. 250 გ მოხარშული ქათამი და 100 გ კარტოფილი, სალათა (100 გ).

II ვარიანტი: სტაფილოს წვენი, მოხარშული ქარიყლაპია (200 გ), ბრინჯი (100 გ), კიტრის სალათა.

III ვარიანტი: 1 ჩ/ჭ კეფირი, ძროხის ხორცის ბიფშტექსი (200 გ), 100-100 გ მოხარშული კარტოფილი და ჭარხალი.

ვახშამი

I ვარიანტი: 100 გ ხაჭო, სალათის ფოთლები, 50 გ პური, პომიდვრის წვენი.

II ვარიანტი: 100 გ ლაბასხმული თევზი, სალათა 50 გ, შავი პური, ასკილის ნახარში.

III ვარიანტი: ხაჭო (100 გ), ბროკოლის სალათა, უშაქრო ჩაი, 50გ შავი პური.