რვა სუპერსასმელი - კვირის პალიტრა

რვა სუპერსასმელი

დილით კაკაო, შუადღისას - პომიდვრის წვენი, საღამოს - ბალახეულის ჩაი... აი, რაც შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას.

გაგაცნობთ ზოგიერთი სუპერსასმლის თვისებებს:

კაკაო ატენიანებს კანს, თუმცა ეს ეხება მხოლოდ ნამდვილი კაკაოს ფხვნილს.

ქაცვი ამაღლებს იმუნიტეტს, რადგან ამ კენკრის წვენი შეიცავს 10-ჯერ მეტ ჩ ვიტამინს, ვიდრე ციტრუსები. ყოველდღე მიიღეთ 2 ჭიქა ქაცვის წვენდამატებული წყალი.

ღვინო შეიცავს სასარგებლო მჟავებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. დალიეთ არა უმეტეს 1ჭიქა ღვინო კვირაში 2-ჯერ.

1ჭ ბროწეულის წვენი ასტიმულირებს სისხლის წარმომქმნელ პროცესს, წმენდს სისხლს

.

შტოშის წვენი შველის ცისტიტს. წმენდს შარდსადინარ გზებს ბაქტერიებისგან. 100 მლ შტოშის წვენს დაამატეთ 1ჩ/კ შაქარი და დალიეთ ყოველდღე.

პომიდვრის წვენი, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტ ლიკოპინს, აფერხებს დაბერების პროცესს, დღეში 1-2 ჭიქა წვენის მიღება ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს.

ვაშლის ძმარი გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებს, ასტიმულირებს ცხიმის წვას, რისთვისაც საკმარისია 1ჩ/ჭ თბილ წყალს დაამატოთ 1ს/კ ვაშლის ძმარი და 1ჩ/კ თაფლი.

იმბირიან (კოჭა) ჩაის აქვს ანთებსაწინააღმდეგო თვისება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელების პროცესს.