ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

გალიტოზი - პირიდან უსიამოვნო სუნი მიანიშნებს, რომ ორგანიზმში ყველაფერი რიგზე არ არის. გალიტოზის ერთ-ერთი მიზეზია პირის ღრუ. ეს შეიძლება იყოს კარიესი, სტომატიტი, სოკოვანი ინფექცია, წყლული და ეროზია.

პირველ რიგში უნდა მიმართოთ სტომატოლოგს. თუ ის ვერ აღმოაჩენს სუნის მიზეზს, მაშინ მიმართეთ ოტორინოლარინგოლოგს და გასტროენტეროლოგს, რადგან, ხშირად გალიტოზის მიზეზი ხდება ლორორგანოების (რინიტი, ტონზილიტი, ჰაიმორიტი) და საჭმლის მომნელებელი სისტემების (გასტრიტი, წყლული, კოლიტი) დაავადებები. ყველა ეს დაავადება საჭიროებს მკურნალობას, ისე პირიდან უსიამოვნო სუნს თავს ვერ დააღწევთ. არ დაგავიწყდეთ პირის ღრუს ჰიგიენა.

უნდა გაიწმინდოთ არა მარტო კბილები, არამედ ენაც, უნდა დაღეჭოთ პიტნის საღეჭი რეზინა, კარგ ეფექტს იძლევა გვირილის, პიტნის, სალბისა და ნარგიზელას ნაყენის პირში გამოვლება.