იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

პოლ-პალა მიჩნეულია უნიკალურ სამკურნალო მცენარედ. პოლ-პალას ნახარში ძლიერი შარდმდენია, თირკმლებში შლის კენჭებსა და გამოდევნის ორგანიზმიდან, ამ დროს თირკმლები სწრაფად და უმტკივნეულოდ იწმინდება და იწყებს ნორმალურ მუშაობას.

პოლ-პალას ოდითგანვე იყენებენ პოდაგრის, პოლიართრიტის და სპონდოლიზის, პროსტატიტის სამკურნალოდ. როგორც მარილების გამომდევნი და ანთებსაწინააღმდეგო საშუალება - რეკომენდებულია პიელონეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, ცისტიტისა და ურეთრიტის სამკურნალოდ.

ეს უნიკალური მცენარე კურნავს ღვიძლს, კუჭს, ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას, ფიბრომიომების გაწოვას, აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს, აქვეითებს სისხლის შედედების ფუნქციას, რითაც ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას. პოლ-პალა მდიდარია გულის კუნთებისთვის აუცილებელი ელემენტით - კალიუმით.

გარდა ამისა, ეს მცენარე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს მეხსიერებას, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, რეკომენდებულია ბრონქიტისა და ტრაქეიტის, გაცივების დროს. პოლ-პალას ნახარშში დასველებული საფენები შველის ფურუნკულებსა და კანის ჩირქოვან გამონაყარს.

მიუხედავად იმისა, რომ პოლ-პალას უკუჩვენება არა აქვს, სასურველია, მკურნალობის დაწყებამდე მიმართოთ მკურნალ ფიტოთერაპევტს.

გთავაზობთ ნაყენის რეცეპტს:

1ს/კ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. 15 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ გააგრილეთ და კარგად გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე - საწრუპავი მილით, რათა კბილების მინანქარი არ დაზიანდეს. მკურნალობის დროს მენიუდან გამორიცხეთ ალკოჰოლი, ცხარე და მჟავე საკვები. მკურნალობის კურსია - 10-20 დღე. შეისვენეთ 6 თვე და ისევ გაიმეორეთ.