ზეთისხილის სიკეთე - კვირის პალიტრა

ზეთისხილის სიკეთე

ექსპერტ-დიეტოლოგები გვირჩევენ, სადღესასწაულო სუფრაზე ნოყიერი და გემრიელი საჭმლის ჭამის დაწყებამდე შევჭამოთ რამდენიმე ცალი ზეთისხილი, რადგან ეს ნაყოფი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

ზეთისხილი და მისი ზეთიც არა მარტო დელიკატესია, არამედ ბევრი დაავადების სამკურნალო საშუალებაც. მაგალითად, კურკიან ზეთისხილს აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, სასარგებლოა ასთმის დროს.

რეგულარულად ზეთისხილის ნაყოფის ან მისი (ზეითუნის) ზეთის მიღება ამცირებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს.

სამკურნალოდ გამოიყენება არა მარტო ნაყოფი, არამედ ქერქი და ფოთლებიც.

...სტომატიტის დროს სასარგებლოა ახალი ფოთლების ღეჭვა, ახორცებს წყლულებსა და აქრობს პირიდან სუნს.

...კბილის ტკივილს შველის ფოთლების ნახარშის პირში გამოვლება. 1 საჩაროზე კოვზით აღებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, 15 წუთი ადუღეთ. 0,5 საათი გააჩერეთ, გაწურეთ, გააცივეთ და დღის განმავლობაში გამოივლეთ პირში.

...ფოთლების სპირტიან ნაყენს და ექსტრაქტს აქვს სიცხის დამწევი თვისება და აწესრიგებს არტერიულ წნევას.

...შაკიკის შეტევისას შეჭამეთ დღეში 3-4 ცალი ზეთისხილი.

...შეშუპების დროს 1 ს/კ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

ზეთისხილის ზეთი (ცივი გამოხდის) მდიდარია C, D, E ვიტამინებით და მინერალური მარილებით - კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორითა და უჯერო ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც სიცხეში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებენ.

ზეთისხილის ზეთი აფერხებს თრომბის წარმოქმნას და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას. ეს ბუნებრივი საშუალება ხსნის თირკმლებისა და ღვიძლის ჭვალს.

ზეთისხილის ზეთი შეიძლება მიიღოთ, როგორც მსუბუქი გამხსნელი (30გ-დან 40გ-მდე), თუმცა, აქაც ზომიერების დაცვა აუცილებელია.

ცივ ამინდში ზეთისხილის ზეთით შეაზავეთ საკვები, სითბოს შეიგრძნობთ.