ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

კბილის ტკივილის დროს - მუხის ქერქის ნახარში ჩაიგუბეთ პირში.

მტკივან გამოხრულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის პატარა ბურთულა. შესაძლოა ის კბილი საერთოდ აღარ აგტკივდეთ.

ღრძილების ტკივილის დროს - პირში გამოივლეთ მარილწყალი. ტკივილი გაივლის.

დიათეზის დროს - 5ს/კ დასრესილ ძახველს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. 4 საათი გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 2-ჯერ ჭამამდე.

მხედველობის კლების დროს - მხედველობას გაგიუმჯობესებთ - დილა-საღამოს ქუთუთოები დაიზილეთ თანაბარი რაოდენობის ხახვის წვენისა და თაფლის ნარევით. პარალელურად სვით დღეში 2-ჯერ 3 წილი სტაფილოსა და 1 წილი ოხრახუშის წვენის ნარევი.

რადიკულიტის დროს - ერთმანეთში აურიეთ თითო ს/კ თაფლი და სუფრის ძმარი, წაუსვით კომბოსტოს ფოთოლს და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეიხვიეთ, ტკივილი დაგიამდებათ.

ფეხების ძლიერი ოფლიანობის დროს - ფეხებზე დაიყარეთ დანაყილი მუხის ქერქი, ჩაიცვით წინდა და მთელი ღამე დაიტოვეთ. დილით დაიბანეთ თბილი წყლით.

ნერვებს ამშვიდებს - თითო ს/კ დაქუცმაცებულ პიტნას და ბარამბოს (მელისა) დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ დღეში 3-ჯერ.

ცისტიტის დროს - 20 ცალ ნუშს დაასხით ქაფქაფა წყალი და გაფცქვენით. გაამშრალეთ და დანაყეთ. დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი (მოამზადეთ საღამოს). დილით გაწურეთ და უზმოზე დალიეთ. დანაყილი ნუში შეჭამეთ. წვენი 10 დღე სვით, 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. საჭიროა სამი ათდღიანი კურსი.