მარწყვი - ბუნებრივი ანტიდეპრესანტი - კვირის პალიტრა

მარწყვი - ბუნებრივი ანტიდეპრესანტი

მარწყვი მდიდარია ვიტამინებით. მაგალითად (B ჯგუფის ვიტამინების) ფოლიუმის მჟავას შემცველობით აჭარბებს ყველა სხვა კენკრას. ამ ვიტამინის უკმარისობა იწვევს ანემიას, კუჭ-ნაწლავის აშლილობას და მადის დაკარგვას. ამ ვიტამინს დიდი მნიშვნელობა აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

მარწყვი C ვიტამინის წყაროა (100გ კენკრა შეიცავს 100გ C ვიტამინს), ამცირებს "ცუდ" ქოლესტერინს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამაღლებს იმუნიტეტს, სწრაფად ახორცებს ჭრილობებს.

მარწყვი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აჩერებს ლპობის პროცესს და ორგანიზმის ინტოქსიკაციას. მარწყვი დაბალკალორიულია (100 გ მარწყვი შეიცავს სულ 32 კალორიას).

მარწყვი არა მარტო გემრიელია, არამედ ანთებსაწინააღმდეგოც, ჭამის დროს ამცირებს პირის ღრუს ანთების რისკს. ნაყოფისა და ფოთლების ჩაი ასუფთავებს კანს სხვადასხვა გამონაყარისგან. როგორც ძლიერი ანტიდეპრესანტი, მარწყვი აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ხსნის სტრესს, დაღლილობასა და უძილობას, ამაგრებს ნერვულ სისტემას, მხნეობას მატებს ადამიანს, ზრდის რომანტიკულ განწყობილებას, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის თუთიას, რომელსაც კენკრა შეიცავს.

მარწყვის დიეტა ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

ამ არომატულ კენკრაში ბევრია სუპერმინერალი მაგნიუმი, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის სწრაფად წვას. 750 გ მარწყვი, 250 გ უცხიმო ხაჭო, 500გ იოგურტი (1%-იანი), 1,5 ლ მატეს ჩაი (ჩაის სახეობაა) და 1ლ გაზგაშვებული მინერალური წყალი - ეს ყოველდღიური რაციონი, გაყავით პატარა ულუფებად და მიირთვით დღის განმავლობაში.

გახსოვდეთ:

...ეს დიეტა უნდა დაიცვათ მხოლოდ ერთი კვირა.

გარდა ამისა, შეგიძლიათ მოიწყოთ განტვირთვის დღეები. მიირთვით მხოლოდ მარწყვი.

მარწყვის ჭამა ეკრძალებათ ალერგიულებსა და ფეხმძიმეებს.