სილამაზის სალონი - კვირის პალიტრა

სილამაზის სალონი

გთავაზობთ ნიღბების რეცეპტებს

მშრალი სახის კანის დროს: 1. დაქუცმაცებული კომბოსტოს ფოთლები მოხარშეთ რძეში. ფაფისებური მასა 20 წუთით წაისვით სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით; 2. გათლილი ვაშლი მოხარშეთ რძეში. გააგრილეთ, თბილი ფაფა წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით; 3. გათლილი ვაშლი გახეხეთ, დაამატეთ თითო ს/კ ზეითუნის ზეთი და არაჟანი. ათქვიფეთ და წაისვით სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ვაშლის ნიღბები შეიძლება გაიკეთოთ კვირაში 2-ჯერ.

ცხიმიანი კანის დროს: ხორცსაკეპში გატარებული კომბოსტოს ფოთლების ფაფას შეურიეთ კვერცხის ცილა, წაისვით სახესა და ყელზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ფორებიანი ცხიმიანი სახის კანის დროს - დილით, პირის დაბანამდე 15-20 წუთით ადრე, სახე გაიწმინდეთ კომბოსტოს მწნილის წვენით.

მოდუნებული სახის კანის დროს: 1. წმინდად გახეხილი უმი კარტოფილი წაუსვით მარლას, ზემოდან დააფინეთ მეორე მარლა და დაიდეთ სახეზე; 2. კარტოფილის თბილ პიურეს დაამატეთ 1 ს/კ რძე და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.