წამლები ბოსტნიდან - კვირის პალიტრა

წამლები ბოსტნიდან

ალბათ არც კი დაფიქრებულხართ, თუ რა სასწაულმოქმედ ნივთიერებებს შეიცავს აფთიაქის მალამოები, რომლებიც აყუჩებენ (ათბობენ) სახსრების ტკივილს, ნევრალგიას, რადიკულიტს, აქრობენ ანთებას.

არადა, ამ სასწაულმოქმედი ნივთიერებებით მდიდარია ჩვეულებრივი ბოსტნეული - შავი ბოლოკი, პირშუშხა და მდოგვი, რომლებიც შეიცავენ ალკალოიდებს, ეთერს, ანთებსაწინააღმდეგო ნივთიერებებს, ლიზოციმს - დამცველ ფერმენტს, რომელსაც უნარი შესწევს, გაუმკლავდეს სხვადასხვა ინფექციას (სხვათა შორის, ამ ფერმენტს შეიცავს ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიური სითხე, უწინარეს ყოვლისა, ცრემლები და ნერწყვი).

გარდა ამისა, ეს ბოსტნეული შეიცავს გოგირდოვან ნაერთს - გლუკოზონოლატებს, რომლებიც შველიან სხვადასხვა სახის შეშუპებას და ამცირებენ კიბოს განვითარების რისკს.

გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს:

წელის რადიკულიტის, კუნთების, ნატკენის, დაჭიმულობის დროს, როგორც დასაზელი და კომპრესის საშუალება: მარლა სწრაფად ჩაუშვით ცხელ წყალში და სწრაფადვე ამოიღეთ, წაუსვით გახეხილი პირშუშხას ფესვები და 20-30 წუთით დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.

გახეხილი შავი ბოლოკი ხერხემლის ტკივილის დროს დაიდეთ ხერხემალზე და ხერხემლის ორივე მხარეზე.

ნიკრისის ქარის დროს შავი ბოლოკის წვენი წაისვით მტკივნეულ ადგილებზე, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ბოლოკის თაფლიანი წვენი (მოზრდილი შავი ბოლოკის წვენი, 1 ჭიქა თაფლი: 0,5 ჩ/ჭ არაყი და 1 ს/კ მარილი).

რევმატიზმის დროს ერთმანეთს შეურიეთ 200 გ მარილი, 100 გ მდოგვის ფხვნილი, გაფილტრული ნავთი და არაჟნისებური მასა შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე.

სახსრების ტკივილის დროს 0,5 ჩ/ჭ მდოგვის ფხვნილს დაამატეთ 0,5 ჩ/ჭ თაფლი და 3-5 წუთის განმავლობაში შეიზილეთ სახსრებში.