რა ვიცით ანანასის შესახებ - კვირის პალიტრა

რა ვიცით ანანასის შესახებ

სასურველია პატარებს ანანასი

3 წლამდე არ მივცეთ, სამი წლის შემდეგ კი მხოლოდ მცირე ულუფის სახით

ეს ეგზოტიკური ხილი სასარგებლოც არის და მდიდარიც ვიტამინებით (A, C, B) და B მიკროელემენტებით. ანანასი შეიცავს: კალიუმს, მაგნიუმს, ქლორს, იოდსა და ნიკოტინის მჟავას, რომლის წყალობითაც კანი ინარჩუნებს ჯანმრთელობას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, სისხლის მიმოქცევას. მისი კანი შეიცავს 60-მდე ნატურალურ ნივთიერებას, რომელიც ანანასს განუმეორებელ არომატს აძლევს.

ანანასი რეკომენდებულია ბრონქიტებისა და შეკრულობის, ნევროზებისა და დეპრესიების დროს, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის, თირკმლების მუშაობას, შეიცავს ბაქტერიოციდულ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, რომლებიც ასუფთავებენ ლორწოვან გარსს. თუმცა, შეიძლება ეთერზეთებმა გააღიზიანოს საყლაპავი მილისა და კუჭის ლორწოვანი გარსები, ამიტომ, სასურველია მისი წვენის ყელში გამოვლებისგან თავი შეიკავონ გასტრიტითა და წყლულით დაავადებულებმა. განსაკუთრებით სიფრთხილე გმართებთ ბავშვებთან; თუ მისი წვენის ყელში გამოვლება გსურთ, შეუთანხმდით პედიატრს. მართალია, ანანასი თითქმის უკალორიოა (100 ნაყოფი სულ 48 კალორიაა), მაინცდამაინც დიდად არ უწყობს ხელს წონაში დაკლებას.

ანანასს აქვს თავისუფალი რადიკალების შებოჭვის უნარი, რითაც აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის კიბოს, თრომბის წარმოქმნას, შეშუპებას.

მართალია, ანანასი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ სასურველია, პატარებს არ მივცეთ 3 წლამდე, სამი წლის შემდეგ კი მხოლოდ მცირე ულუფის სახით, ისიც სხვა ხილისა და კენკრის წვენშერეული. მით უმეტეს, თუ ბავშვი ალერგიულია, არ გირჩევთ პედიატრის რჩევის გარეშე, მისთვის ანანასის (მნიშვნელობა არა აქვს, მზა წვენია თუ კომპოტი) მიცემას.