დაგავიწყდებათ ცისტიტი... - კვირის პალიტრა

დაგავიწყდებათ ცისტიტი...

დაავადების პირველსავე დღეებში სასურველია, ავადმყოფი იწვეს, ფეხები ჩააწყოს თბილ წყალში და მუცლის ქვემოთ დაიდოს სათბურა, დაიცვას რძისა და მცენარეული დიეტა (მწვავე ცისტიტის დროს არ შეიძლება ნოყიერი საჭმლის მიღება, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი თბილი სითხის, ხოლო მაღალი ტემპერატურის დროს - მხოლოდ წყლის მიღება).

ყოველ 2 საათში ერთხელ, 8-იდან 12 საათამდე, სვით 180 მლ მდუღარე წყალში გახსნილი 1 ჩ/კ ლიმონის წვენი (60-60 მლ), რაც აუმჯობესებს შარდის გამოყოფას, აჩერებს სისხლდენას; თუ ტემპერატურა ნორმალურია, დღეში 3-ჯერ მიიღეთ სანახევროდ წყალში გაზავებული სტაფილოს, 1 ჩ/კ თაფლით დამტკბარი და 1 ს/კ ლიმონის წვენგარეული კიტრის წვენი.

ცისტიტის მკურნალობის დროს მკაცრად იკრძალება ალკოჰოლის, სანელებლებისა და შებოლილი პროდუქტების მიღება, უნდა შეიზღუდოს რაფინირებული ნახშირწყლები და მარილი. ყოველდღე სვით 1/2 ჩ/კ სოდადამატებული წყალი. თუ შეკრულობა გაწუხებთ, სასწრაფოდ გათავისუფლდით მსუბუქი გამხსნელით ან ოყნით.

...აადუღეთ 3 ლ რძე, 1ლ ჩაასხით ტაშტში და ჩააწყვეთ ფეხები, შემოიხვიეთ შალი, როდესაც რძე გაგრილებას იწყებს, ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი 2 ლ ცხელი რძე.

პროცედურის შემდეგ, რძე შეინახეთ მაცივარში და შემდეგ ისევ გამოიყენეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ მანამ, სანამ ტკივილი არ გაგივლით.

...1 ს/კ დაჩეჩქვილ ასკილის ფესვებს დაასხით 4 ლ წყალი. 15 წუთი ადუღეთ, კარგად გაწურეთ და სვით ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ.

...გახეხეთ ვაშლი, ხახვი, დაამატეთ თაფლი გემოვნებით და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. გაითვალისწინეთ, ყოველ მიღებაზე ახალი უნდა მოამზადოთ.