ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

გრიპის დროს - გახეხილ 3-4 კბილ ნიორს დაამატეთ 2 ს/კ თაფლი და მიიღეთ თითო ჩ/კ დღეში 2-3-ჯერ, დააყოლეთ წყალი.

ავადმყოფობის შემდეგ ენერგიას დაგიბრუნებთ: კარგად დაქუცმაცებულ 2 ჩ/კ მოცვის, 3 ჩ/კ ჭინჭრის ფოთლის და 3 ჩ/კ ასკილის ნარევს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3-4 საათი. გაწურეთ და მიიღეთ ერთ ჯერზე. დალიეთ დღეში 2-3-ჯერ.

ყურების შუილის დროს - 3 კბილ გახეხილ ნიორს დაასხით 2 ს/კ დინდგელის 30%-იანი ხსნარი. გააჩერეთ 5 დღე. გადაწურეთ და ამ სითხით დაიზილეთ ყურების უკან თავის ქალა დღეში 2-3-ჯერ.

წელის ტკივილის (ფიზიკური დატვირთვის შემდეგ) დროს -

100 გ გვირილის ყვავილს დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი და შემდეგ ჩაასხით ცხელ აბაზანაში. ჩაწექით 15-20 წუთი.

უძილობის დროს - 1 ს/კ თავშავას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და დალიეთ ძილის წინ. შეგიძლიათ გემოვნებით დაატკბოთ თაფლით.

ქრონიკული პანკრეატიტის დროს - თითო ს/კ მარწყვის, ჭინჭრის, მაყვლის და 2ს/კ არყის ფოთლების 1ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 6 საათი. შემდეგ 15 წუთი ადუღეთ, ნაყენი უნდა მიიღოთ ყლუპ-ყლუპად მთელი დღის განმავლობაში. მკურნალობა ხანგრძლივია. პანკრეატიტის სიმპტომების გაქრობის შემდეგ, ყოველ 3 თვეში ერთხელ გაიმეორეთ ერთკვირიანი კურსი.

ფეხების ოფლიანობის დროს - დაქუცმაცებულ 100 გ ხმელ წითელ წიწაკას დაასხით 25 გ მზესუმზირის ზეთი. ჩადგით თბილ წყალში 2 საათით, თან ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 2-3 საათი. ყოველ საღამოს დაიბანეთ ფეხები და ტერფებზე წაისვით ეს ნარევი. პროცედურა გაიმეორეთ მანამ, სანამ ოფლიანობა არ გაქრება.