ალუბალი - მკურნალი - კვირის პალიტრა

ალუბალი - მკურნალი

დაბალკალორიული ალუბალი აუმჯობესებს საჭმლის მონელების ტრაქტს, კლავს წყურვილს, შველის გულის რევის შეგრძნებას, ალუბალი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ორგანული მჟავებით (ვაშლის, რძის).

ალუბლის წვენს აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისება, აქვეითებს სისხლში მჟავიანობას, რეკომენდებულია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიკებისათვის, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. ალუბლის ყუნწების ნახარში სასარგებლოა კრიტიკიულ დღეებში სისხლდენისა და სახსრების ტკივილის დროს.

ალუბალი შეიცავს კუმარინს - ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის სისხლის შესქელებას, ათეროსკლეროზის განვითარებას, სასარგებლოა ანემიის დროს.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

ღრძილების ტკივილის, ანგინისა და ტონზილიტის დროს:

10 გ გამხმარ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1ჩ/ჭ წყალი და 30 წუთი ადუღეთ. გაწურეთ და დაამატეთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ გახდეს იმდენი, რამდენიც თავიდან იყო. ნახარში სვით მთელი დღის განმავლობაში, მცირე ულუფებად. ჰეპატიტის დროს 1/3 ნახარში მიიღეთ 3-ჯერ დღეში, ორი კვირის განმავლობაში.

ცხვირიდან სისხლდენის დროს ნესტოებში გაიკეთეთ ალუბლის ფოთლების ნახარშით გაჟღენთილი ბამბის ტამპონები: 10გ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი.