ანტისიმსივნურ პრეპარატ "კამელინის" კიდევ ერთი აღიარება - კვირის პალიტრა

ანტისიმსივნურ პრეპარატ "კამელინის" კიდევ ერთი აღიარება

11 ივნისს ფარმაცევტულმა კომპანია "კამელინმა" გამართა კიდევ ერთი სამეცნიერო-ინფორმაციული კონფერენცია თემაზე "ჯანმრთელობა და კამელინი", ამჯერად ბათუმში, "შერატონ ბათუმი პალასში".

კონფერენცია გახსნა კომპანიის მენეჯერმა თამარ დოლიძემ, რომელმაც მოკლედ ისაუბრა პრეპარატის წარმოშობის ისტორიასა და პრეპარატის შემქმნელის, ქირურგის, ბატონ ბენედიქტ-ძაგული მაღლაკელიძის ღვაწლზე. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, კომპანია "კამელინის" დირექტორმა, სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელმა კობა გურიელიძემ წარმოადგინა კლინიკურ-ექსპერიმენტული კვლევების შედეგები საზღვარგარეთის  უდიდეს სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრებში (მონრეალის, კვებეკის, ილიონისის, ბერნის, როსტოკის უნივერსიტეტებში), სადაც ნათლად დადასტურდა "კამელინის" უნიკალური იმუნომოდულატორული, ანტისიმსივნური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიპარაზიტული (ლეიშმანიოზი, სალმონელოზი, ქლამიდიოზი, ამებიაზები) და სხვა თვისებები.

კვლევების საფუძველზე "კამელინმა" მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. კონფერენციის სტუმრები იყვნენ თბილისისა  და ბათუმის სამედიცინო ცენტრების სხვადასხვა პროფილის  მედიკოსები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულები პრეპარატ "კამელინის" სამეცნიერო-კლინიკურ კვლევებში.

აკადემიკოს ნიკა სააკაშვილის ხელმძღვანელობით ბალნეოლოგიურ კურორტში განხორციელებული კვლევების საფუძველზე "კამელინმა" შეიძინა გამოყენების ახალი ჩვენებები და მიმართულებები მედიცინაში.

ოსტეოართრიტებისა და ოსტეოქონდროზების დროს "კამელინის" ჩვენებებზე ისაუბრა ბალნეოლოგიური კურორტის - საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სამკურნალო ტურიზმის ცენტრის რევმატოლოგმა, პროფესორმა თამარ ჩილინგარიშვილმა  - "აღნიშნული კვლევებიდან ბალნეოლოგიური კურორტი ასკვნის, რომ პრეპარატ "კამელინი მ1" ხსნარის ელექტროფორეზი და "კამელინი მ3" მალამოს ულტრაფონოფორეზი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ბაზისური მკურნალობა ოსტეოართრიტების, მათ შორის - სინოვიტის, ბეიკერის ცისტის, ბურსიტის, ტენდოვაგინიტისა და ოსტეოქონდროზის დროს.”

ამავე კლინიკაში წარმატებით განხორციელებულ კლინიკურ კვლევებზე ქრონიკული პროსტატიტების, ურეთრიტებისა და ადენომების დროს, ისაუბრა უროლოგმა ზაზა ბაინდურიშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა პრეპარატ "კამელინი მ1" ინიექციის და "კამელინ მ4" სანთლების შესანიშნავი და მაღალი სამკურნალო ეფექტი ზემოთ ხსენებულ დაავადებების შემთხვევაში, განსაკუთრებით პროსტატის ადენომების დროს და მისი ფართოდ დანერგვა უროლოგიაში. "კამელინის" გამოყენებაზე ვერტებრონევროლოგიაში ისაუბრა კლინიკა "ხერხემალის" ხელმძღვანელმა მედიცინის დოქტორმა ნინო ფალიანმა:

- "კამელინის" გამოყენების მეთოდიკამ ღირსეული ადგილი დაიკავა ჩვენს კლინიკაში, ჩვენ დავნერგეთ და ვიყენებთ "კამელინს" ოსტეოქონდროზებისა და დისკოპათიების მკურნალობაში, აგრეთვე მალთაშორისი თიაქრის ოპერაციის შემდგომ პერიოდში. აღნიშნულმა მეთოდმა გაიარა აპრობაცია ჩვენი კომპანიის სამ სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში მოსკოვში ფიოდორ სტუპინის ხელმძღვანელობით, რაც ბადებს პერსპექტივას "კამელინი" ვიხილოთ რუსულ ფარმაცევტულ ბაზარზეც.

მოხსენება "კამელინი" ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში" - გააკეთა მედიცინის დოქტორმა, ტრავმატოლოგმა (ბათუმიდან) ავთანდილ დიასამიძემ, რომელმაც გულწრფელად გამოხატა თავისი მხარდაჭერა და ქომაგობა აღნიშნული პრეპარატის მიმართ, ისაუბრა პრეპარატ "კამელინის" აპრობაციასა და "კამელინის" ფართოდ გამოყენებაზე ტრავმატოლოგიაში.

დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიისას "კამელინის" გამოყენების მოქმედებაზე (იმუნური სისტემის აქტივაციაზე, რეპარაციული პროცესების აქტივაციაზე კოლაგენის წარმოქმნის გაძლიერებით, ოპერაციის შემდგომი კანის მთლიანობის აღდგენის უფრო სწრაფ ვადებზე) ისაუბრა დამწვრობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ სამკურნალო დარგში გუგა ქაშიბაძემ, ხოლო დამწვრობით გამოწვეული იმუნური სტატუსის დაქვეითებასა და ამ დროს "კამელინის" მოქმედებაზე იმუნური სისტემის სრული რეაბილიტაციის საქმეში იმუნოლოგმა, პროფესორმა ბორის კორსანტიამ ისაუბრა.

მან აგრეთვე აქცენტი გააკეთა "კამელინის" გამოყენების მიზანშეწონილობაზე, მაღალ თერაპიულ ეფექტზე იმუნური თვალსაზრისით სტომატოლოგიაში (სტომატოლოგ-თერაპევტის, თსსუ-ის დოქტორანტის, ირმა კაჭკაჭიშვილის სადოქტორო თემის საგანი - პაროდონტის ქსოვილთა დაავადებების მკურნალობა).„იმუნურ სისტემას უდიდესი მარეგულირებელი და მასტაბილიზებელი როლი ენიჭება პირის ღრუს ქსოვილებში ნორმალური ჰომეოსტაზის შენარჩუნების პროცესში. იმუნური სისტემა ამავე დროს უშუალო მონაწილეობას იღებს პაროდონტის სხადასხვა დაავადების ეტიო-პათოგენეზში. აღმოჩნდა, რომ კამელინოთერაპიის შედეგების ეფექტურობა აღემატება ტრადიციული მკურნალობით მიღწეულ შედეგებს.

პრეპარატ "კამელინის" კლინიკური კვლევების შედეგებზე ონკო- დაავადებების მიმართ ისაუბრა ბათუმის ონკოლოგიური კლინიკის ონკოლოგმა მემედ ჯინჭარაძემ: -"კამელინი მ1"-ის და "კამელინი მ2"-ის გამოყენებამ უმძიმეს პაციენტებში (სხვადასხვა სიმსივნის - მე-4 სტადია) მოგვცა ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევაში დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადისა და ენერგიის მომატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი 20-30 პროცენტში, რომელიც შენარჩუნებულ იქნა 6-8 თვის განმავლობაში. კლინიკიდან ვასკვნით, რომ "კამელინი" მე-4 სტადიის სიმსივნის მქონე უმძიმეს პაციენტებში საკმარისი ეფექტით გამოირჩევა, ვფიქრობ, ზემოთ ხსენებული ჩვენებები საკმარისია და ამაზე მეტს "კამელინს" ნუღარ მოვთხოვთ!”

"კამელინის" გამოყენებაზე კომპლექსურ თერაპიასთან ერთად ფილტვის რეზისტენტული ტუბერკულოზის დროს შთამბეჭდავი და ამომწურავი პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, თსსუ-ის ფთიზიატრიის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლამარა ვაშაკიძემ:

-"კამელინი" წარმოადგენს ეფექტურ და უსაფრთხო იმუნოთერაპიულ საშუალებას ტუბერკულოზის მძიმე ფორმების კომპლექსურ მკურნალობაში. ანტიტუბერკულოზური ქიმიოთერაპიის ფონზე "კამელინის" გამოყენება პირველი კურსიდანვე აუმჯობესებს პაციენტის სუბიექტურ მდგომარეობას: მცირდება ინტოქსიკაციის ნიშნები, უმჯობესდება მადა, იწყება წონაში მატება და ვლინდება ტემპერატურის ნორმალიზაციის ტენდენცია".

კონფერენციის სტუმრები იყვნენ ბათუმის სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც მედიის წარმომადგენლებთან დისკუსიის დროს გამოთქვეს მოსაზრება  პრეპარატ "კამელინის" ოთხივე ფორმის უფრო ფართოდ გამოყენების თაობაზე სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას, განსაკუთრებით იმუნური და პროფილაქტიკური გამოყენების მიზნით.

"კამელინთან" დაკავშირებულ

საკითხებზე ინფორმაციის მიღება და

კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

298-57-78; 293-20-87;

298-62-25 (ოფისი); 245-33-68;

222-26-68; 275-04-08; 899 33 10 89;

877 73 56 51; 899 23 03 33 www.kamelyn.ge

R