ჭინჭრის ციებ-ცხელება - კვირის პალიტრა

ჭინჭრის ციებ-ცხელება

ზოგჯერ ორგანიზმის ალერგიული რეაქციის შედეგად ვითარდება ჭინჭრის ციება, რომელსაც ახასიათებს ტანზე (ჭინჭრით დასუსხულის მსგავსი) გამონაყარი და მწვავე ქავილი.

ხშირად ალერგიას იწვევს ზოგიერთი საკვები პროდუქტი, მაგალითად, კვერცხი, მარწყვი, შოკოლადი, ციტრუსი, თევზი (ზოგიერთი სახის) და წამალი...

ფიტოთერაპევტები გვირჩევენ მცენარეულ წამლებს:

- სვით პიტნის (1:10 და 1:20) ნაყენი (დღეში 2-3-ჯერ ჩაის მაგივრად).

- დალიეთ 1-2 ჩ/კ თაფლდამატებული პირშუშხას წვენი დღეში ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში.

- 100-200 გ მაიორანს დაამატეთ 2-3 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი, ჩაასხით თბილი წყლით სავსე აბაზანაში, ჩაწექით 15-20 წუთი.

- თუ პატარას აწუხებს ჭინჭრის ციება - 100 გ გვირილის ყვავილს ან პიტნას დაასხით 1ლ ქაფქაფა წყალი, გააჩერეთ თერმოსში 5 საათი, გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. 200-250 მლ ნაყენი დაამატეთ აბაზანას და აბანავეთ ბავშვი (1-2-ჯერ დღეში).

ფიტოთერაპიის დაწყებამდე გამოიკვლიეთ, ალერგიული ხომ არა ხართ თქვენ და თქვენი პატარა მცენარეების მიმართ.