ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ოსტეოქონდროზის დროს

ყავის საფქვავში დაფქული 1ს/კ სვიის გირჩას დაამატეთ 1ს/კ უმარილო კარაქი, დანის წვერით დარიჩინი, კარგად ურიეთ. მალამო წაისვით მტკივნეულ ადგილებზე, ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენი და შეიხვიეთ შალით.

ცნობისთვის: სვიის გირჩაზე ზოგიერთს ალერგია ეწყება, ამიტომ ვიდრე მალამოს წაისვამთ ტანზე, წაისვით მაჯაზე. თუ გაწითლდა, ე.ი. თქვენთვის არ შეიძლება.

ზურგში ტკივილის დროს

300 მლ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 10-12 ც დაფნის ფოთოლი და კიდევ 30 წუთი ადუღეთ. 1/1 ჩ/ჭ ნახარში მიიღეთ დილას, უზმოზე, ჭამამდე 0,5 საათით ადრე. მკურნალობის კურსია 5 დღე.

ვარიკოზის დროს

1ს/კ ცხენის წაბლის ყვავილს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წთ., გაწურეთ, დაამატეთ იმდენი თიხა, რომ მიიღოთ არაჟნის სისქის მასა. ნარევი 1-1,5 სმ სისქეზე წაუსვით მარლას და დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე, დააფარეთ პოლიეთილენი და შეიხვიეთ შალით. კომპრესი გაიჩერეთ 30 წუთი.

გასტრიტის (დაბალი მჟავიანობით) დროს

1,5 კგ ყურძენი დაჭყლიტეთ, მოათავსეთ 3-ლიტრიან მინის ქილაში, დაასხით 1,5 წყალი, დაამატეთ 200 გ შაქარი, ქილას თავზე დააფარეთ რამდენიმე ფენად დაკეცილი მარლა. დადგით ბნელ ადგილას. დადუღებას სჭირდება 3 თვე. შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით მინის ბოთლებში და მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ. წყალგარეული 1ს/კ ღვინის ძმარი მიიღეთ ყოველდღე, 2 კვირის განმავლობაში. პირველად დალიეთ ნასაუზმევს, მეორედ - ვახშმობისას, მესამედ კი - ღამით.

ყურძენი საუკეთესო შარდმდენი და გამხსნელია, მატებს ენერგიას და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს.

გაცივების დროს

300 გ ნიორი დაჭყლიტეთ და  მჭიდროდ თავდახურული 30 წუთი გააჩერეთ. ფრთხილად გადაწურეთ, დალექილ 200 გ ნივრის ფაფას დაასხით 1ლ ტკბილი წითელი ღვინო, გააჩერეთ 2 კვირა (დროდადრო შეანჯღრიეთ), შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ცხელი ნაყენი საათში ერთხელ. კარგია, თუკი ამ ნაყენს დღეში 1-2-ჯერ შეიზელთ გულ-მკერდსა და ზურგში. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას.

ფეხების დაღლილობისას

1 ლ წყალს დაამატეთ 1ჩ/კ ვაშლის ძმარი. დაასველეთ პირსახოცი ამ ხსნარში და გაიწმინდეთ ფეხები. შემდეგ მშრალი პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ (თითქოს მასაჟს იკეთებთ); პროცედურა გაიმეორეთ 2-3-ჯერ ზედიზედ.