"როდენი" - ნატურალური პრეპარატი უნიკალური თვისებებით ანუ თქვენი წონა თქვენს ხელშია - კვირის პალიტრა

"როდენი" - ნატურალური პრეპარატი უნიკალური თვისებებით ანუ თქვენი წონა თქვენს ხელშია

ზაფხულში წონის კორექციის თემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ყველას სურს გამოიყურებოდეს მომხიბლავად, ზედმეტი ცხიმებისა და კილოგრამების გარეშე, ამიტომაც ამ დროს დიდი მოთხოვნით სარგებლობს ათასგვარი მტანჯველი დიეტები, გახდომის საშუალებები და ვარჯიშები, რომლებიც დიდ დროს, ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს.

ალბათ რამდენ ადამიანს უნატრია ისეთი ჯადოსნური ელექსირის არსებობის შესახებ, რომელიც წონის კორექციას ყოველგვარი ძალისხმევისა და რაც მთავარია, მავნე ზემოქმედების გარეშე ახდენს. "როდენი" - ქართული წარმოების წონაში დაკლების უნიკალური საშუალებაა, რომელმაც კლინიკური კვლევა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიური საშუალებების კვლევის ცენტრში გაიარა, ამიტომ მისი თვისებების შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელს ნუგზარ ჯოგლიძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო ნუგზარ, წონის კორექცია და ზედმეტი კილოგრამებისგან თავის გათავისუფლება დღეს ბევრი ადამიანისთვის წარმოადგენს გადაულახავ პრობლემას. რას გვთავაზობს ამ თვალსაზრისით "როდენი"?

- ეს გახლავთ წონაში დაკლების და წონის შესანარჩუნებელი პრეპარატი. როდესაც ადამიანი შეატყობს, რომ წონაში მატულობს და დაიწყებს ამ პრეპარატის მიღებას, წონაში მომატების პროცესი ჩერდება. ამიტომ ამ პრეპარატის მიღება პროფილაქტიკური მიზნითაც მიზანშეწონილია. მნიშვნელოვანია, "როდენის" მიღების შემთხვევაში რის ხარჯზე ხდება წონაში დაკლება, წონის კორექტირება და დაკლებული წონის შენარჩუნება. ამ პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ითვალისწინებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, ანუ ებრძვის იმ მიზეზებს, რისი მოშლაც წონაში მატებას იწვევს. გარდა ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ნივთიერებათა მოშლისა.

მიზეზთა შორის განიხილება ცხიმების დაშლა, ანუ მათი ბოლომდე დაწვა და ათვისება ორგანიზმის მიერ, ასევე ზედმეტი, უჯრედშუა სითხის გამოდევნა ორგანიზმიდან, რაც ხშირად სიმსუქნის იმიტაციას იძლევა. "როდენი" ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებში გადასვლას. ხელს უწყობს ცხიმების ბოლომდე დაშლას. აქვეითებს მადას ენერგიის მომატების ფონზე, ნორმამდე დაჰყავს სიმსუქნის ჰორმონი ლეპტინი და ქოლესტერინი. ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე და შლაკები, ასევე აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

KvirisPalitra.Geთუ "როდენის" მიღებისას დამატებით დიეტასაც მიმართავს პაციენტი, ამ პრეპარატში შემავალი ვიტამინებისა და მიკროელემენტების ხარჯზე ორგანიზმში მინერალური ნივთიერებების ბალანსის დარღვევის საშიშროება ფაქტობრივად არ არსებობს. მოგეხსენებათ, რომ დიეტის დროს ხშირად ხდება ამ ბალანსის მოშლა. საკვებში ცხიმის, ნახშირწყლების შეზღუდვა, ორგანიზმში ბალანსის დარღვევას იწვევს, ადამიანს აღენიშნება სისუსტე, უხასიათობა. მუდმივი შიმშილის გრძნობა კი ნევროზში გადადის და შესაბამისად დიეტა უარყოფითად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ დიეტის დამთავრების შემდეგ, ნორმალურ კვებაზე გადასვლის შემთხვევაში, ადამიანი წონაში უფრო სწრაფად იმატებს. ამ პრეპარატის მეშვეობით კი პაციენტი არსებულ წონას ინარჩუნებს.

- როგორც ვიცი, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი პროდუქტი...

- ეს გახლავთ ბუნებრივი პროდუქტი, რომელშიც არავითარი ქიმიური ნივთიერებები არ შედის. ძირითადად მზადდება წითელი ღვინის, საფერავის ყურძნის სქელ ექსტრაქტზე. "როდენში" შედის მწვანე ჩაი, თირკმლის ჩაი, სიმინდის ყვავილი, რომელიც გამოირჩევა შარდმდენი თვისებებით. შესაბამისად, ხდება თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესება ორგანიზმში კალიუმის შენარჩუნების ფონზე. პრეპარატის შემადგენლობაში შედის ჭნავი, ანუ ცირცელის ნაყოფი, რომელიც ასევე აუმჯობესებს ნივთიერებთა ცვლას და ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა. პრეპარატში დაახლოებით შვიდი მცენარე შედის, რომელთა კომბინირებული მოქმედება იწვევს სწორედ იმ შედეგებს, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ.

- "როდენის" მოქმედების ეფექტურობა ინდივიდუალურია, თუ სტანდარტულად მოქმედებს ყველა პაციენტის შემთხვევაში?

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ სიმსუქნე გამოწვეულია რამე სერიოზული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ძირითადად დაავადებას უნდა ვუმკურნალოთ. ყველა სხვა შემთხვევაში პრეპარატი ეფექტურია. როდესაც მადის დაქვეითებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მადის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, "როდენის" მიღებისას მადის დაქვეითება ფიზიოლოგიურად ხდება და გამოწვეულია მიღებული საკვების სრულყოფილად ათვისებით.

- პრეპარატის მიღების დოზები მკაცრად განსაზღვრულია?

- დილით, უზმოზე უმჯობესია ჭამის დროს მიიღოს პაციენტმა პრეპარატი, დღის დანარჩენ ნაწილში კი ჭამამდე 15 წუთით ადრე. ეს არის სიროფი, რომლის ერთი სუფრის კოვზი ერთ ჭიქა წყალში იხსნება, ძალიან სასიამოვნო დასალევია და დღეში სამჯერ უნდა მიიღოს პაციენტმა. რეკომენდებულია ორთვიანი კურსის ჩატარება და სასურველია, რომ წლის განმავლობაში ეს კურსი სამჯერ მაინც უნდა განმეორდეს. არის შემთხვევები, როდესაც ერთი კურსის ჩატარების შემდეგ პაციენტი 9 კილოგრამს იკლებს. ზოგს ერთი თვის განმავლობაში 4-5 კილოგრამით შეუმცირებია წონა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთი თვის განმავლობაში ყოველგვარი დიეტისა და საკვების შეზღუდვის გარეშე 7 კილოგრამიც კი დაუკლია პაციენტს.

- ასაკობრივი შეზღუდვა თუ არსებობს "როდენის" მიღებისას?

- როგორც წესი, ბავშვებში სიმსუქნე 7-8 წლამდე ენდოკრინოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული. 7 წლიდან კი შეგიძლიათ ზუსტად იმავე დოზით მისცეთ ბავშვს პრეპარატი, რა დოზითაც მას მოზრდილი იღებს. ეს არის სუფთა საკვები პროდუქტი, რომელსაც აქვს კარგად გამოხატული თერაპიული ეფექტი.

მოგვაკითხეთ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ. #28 ან მიმართეთ "ჯი პი სი"-ს სააფთიაქო ქსელს და სახვა ქალაქის აფთიაქებს.

დაგვიკავშირდით ტელ.

293 19 87; 230 97 52;

მიღების წინ გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

R