წონაში დაკლება გსურთ? - კვირის პალიტრა

წონაში დაკლება გსურთ?

ძაფხული საუკეთესო დროა უდიეტოდ წონაში დასაკლებად. ამისთვის საჭიროა რაციონში გაითვალისწინოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც თრგუნავენ შიმშილის გრძნობას, ხელს უწყობენ ცხიმის წვას.

დღის განმავლობაში საუზმის შემდეგ 5 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ჭამოთ ტკბილეული და ცომეული, დღისით და საღამოს კი - ცილები და ბოსტნეული. საღამოს ხილი გეკრძალებათ. როგორც კი იგრძნობთ შიმშილს - დალიეთ წყალი ან მწვანე ჩაი, შეჭამეთ 2-3 ღერი ოხრახუში ან კიტრი, რომელიც სწრაფად წვავს ორგანიზმში ცხიმს.

- მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მუსიკის თანხლებით ან ტელევიზორის ყურებისას უფრო მეტს მიირთმევენ, ამიტომ გირჩევთ, ჭამის დროს გამორთოთ მუსიკა.

- კალიუმით მდიდარი კარტოფილი კანიანად შებრაწეთ ღუმელში და ჭამეთ მარილისა და სანელებლების გარეშე.

- რაციონში გაითვალისწინეთ: უშაქრო ჟელატინი, რომელიც ცხიმს არ შეიცავს. მაგალითად, 100 გ ჟელატინი სულ 10 კკალორიაა.

- წითელი ღვინო, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რესვერატოლს, არა მარტო ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას, არამედ იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისაგან.

- ცხარე წიწაკა აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, აუმჯობესებს სისხლით მომარაგებას, ადნობს ცხიმს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კაპსაცინი - კომპონენტი, რომელიც წიწაკას სიმწარეს სძენს, ხელს უშლის არა მარტო ცხიმოვან, არამედ კიბოს უჯრედების ზრდას. ასე რომ, არ დაგავიწყდეთ, ჭამის დროს საჭმელს დაამატეთ წიწაკა.

- დიეტოლოგები გვირჩევენ, მიიღოთ 600 გ ვიტამინებით, პექტინებითა და მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარი კენკრა, რომელიც აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, რითაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

- დღის პირველ ნახევარში ჭამეთ ერთი მუჭა ნუში - შიმშილის გრძნობას ახშობს და ლეღვი -  ის სწრაფად დაგანაყრებთ, ამავე დროს ხელს უწყობს ცხიმის წვას.